მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

თარიღი: მაისი 3, 2017

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

„პირადად ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს დღევანდელ დღეს. ის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენია და რაც არანაკლებ სასიამოვნოა, ძალიან კარგი პიროვნებაა, რაც მის სიდიადეს დამატებით ხიბლს სძენს. თბილისი, ისევე, როგორც საქართველო, რეგიონის სპორტულ ცენტრად ყალიბდება და ეს საჩოგბურთო კომპლექსი ჩემი სიტყვების ნათელი დადასტურებაა. იცით, რომ აქაურობა ამ ცოტა ხნის წინ სრულად გადაეცა ჩოგბურთის ფედერაციას. სასიხარულოა, რომ უკვე მოძიებულია კერძო ინვესტორი, რომელიც ორ კორტს გადახურავს და სპორტსმენები ყველანაირ ამინდში ივარჯიშებენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს და ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩემთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი და ამაღელვებელია! სიმართლე გითხრათ, სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობის სათქმელად… ამ სამახსოვრო დაფაზე მართალია მხოლოდ ჩემი სახელია ამოტვიფრული, მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღით პატივი მიეგება ყველა ქართველ ჩოგბურთელს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასახელა: თეიმურაზ კაკულია, ლეილა მესხი, რენა აბჟანდაძე, ძმები მძინარიშვილები… ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრი იყო ასეთი. და ვიმედოვნებ, ამ მართლაც ლამაზ საჩოგბურთო კომპლექსში კიდევ არაერთი სახელოვანი მოთამაშე გაიზრდება”, – განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

მეტრეველი მეორე თანამედროვეა, ვისი სახელიც სპორტულ კომპლექსს მიენიჭა. პირველი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ, რომლის სახელიც ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეს ეწოდა.

ალექსანდრე მეტრეველი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახლდათ. ის თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქვეყნის ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, თორმეტჯერ კი წელი პირველ ნომრად დაასრულა!

1966-1967, 1969-1976, 1978 და 1980 წლებში მან თორმეტჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონის ტიტული, ხოლო წყვილებსა და მიქსში კიდევ ჩვიდმეტჯერ მოიპოვა ოქროს მედალი. ალექსანდრე მეტრეველი ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონია, აქედან 1970-1971, 1973, 1975, 1977-1978 წლებში ერთეულთა შორის. 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

მისი საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებში 1973 წლის უიმბლდონის ფინალია. 1968 და 1970 წლებში მან უიმბლდონზე შერეულ წყვილთა ფინალში იასპარეზა ოლგა მოროზოვასთან ერთად. 1972 წელს ავსტრალიის ღია პირველობისდა როლან გაროს ნახევარფინალში იასპარეზა, ამერიკის ღია პირველობაზე კი მისი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია.

1974 წელს ის მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ საბჭოთა ჩოგბურთელ ვაჟებს ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

23 ივნისს საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართება

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დღის ფოტო: ჩოგბურთი ცრემლსადენი გაზის წინააღმდეგ

პალესტილენების პროტესტი ისრაელის საზღვართან, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში კვლავ გრძელდება. ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე პროტესტების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როჯერ ფედერერის მორიგი ტრიუმფი: შვეიცარიელის მე-20 “დიდი სლემი”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარინა ჩილიჩი დაამარცხა და რიგით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სერენა უილიამსის კოშმარი: სისხლჩაქცევა ფილტვებში და გახსნილი ჭრილობები

2017 წელს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სერენა უილიამსის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, სამწუხაროდ, უარყოფითი გაგებით. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პავლიუჩენკოს კარგმა თამაშმა როჯერ ფედერერი შოკში ჩააგდო (ვიდეო)

ავსტრალიის ქალაქ პერთში ჰოპმანის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელებიც იღებენ. ჰოპმანის თასი არაოფიციალური [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვინ ხარ?” – დაცვის თანამშრომელმა რაფაელ ნადალი ვერ იცნო (ვიდეო)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ამჟამად საფრანგეთში ვარჯიშობს. ესპანელი სპორტსმენი სავარჯიშოდ პარიზში მდებარე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი დელ პოტროსთან დამარცხდა

ძირითად ბადეში მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე “მასტერსის” ტურნირზე არგენტინელ დელ პოტროსთან დამარცხდა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასმა ნადალს პირველი ჩოგნის პოზიციაზე დაბრუნება მიულოცა

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა რაფაელ ნადალს ATP რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება მიულოცა. ესპანელი ჩოგბურთელი უკანასკნელად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

26 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდბობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ რიგგარეშე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” ნადალს “როლან გაროსზე” გამარჯვება მიულოცა

მადრიდის “რეალმა” ოფიციალური მიკრობლოგის საშუალებით ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს “როლან გაროსზე” გამარჯვება მიულოცა. ესპანელმა ტურნ...
წაკითხვა
სხვადასხვა

მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ რაიან ჰარისონთან ორ სეტში 1:6, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი მიხაილ კუკუშკინი ორ სეტში 7:6 (7:5), […]...
წაკითხვა