“ნიუკასლს” გუნდის თავკაცის პოსტზე ვიეირას მოწვევა აქვს განზრახული
“ნიუკასლ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის თავკაც პატრიკ ვიეირასთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.
“კაჭკაჭებს” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ფრანგი სპეციალისტის მოწვევა აქვთ განზრახული.
შეგახსენებთ, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონი “ნიუკასლ იუნაიტედმა” ჯონ კარვერთან ერთად ჩაამთავრა, რომელიც გუნდიდან ალან პარდიუს წასვლის შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.