ნუკრი რევიშვილი: “სამარცხვინო გოლი გავუშვი” (ვიდეო)
ქართველმა კიპერმა ნუკრი რევიშვილა სარანსკის “მორდოვიაში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის 1-ელ ტურში გუნდი მოსკოვის “ლოკომოტივთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. რევიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და შეხვედრის 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმაც მოიგერია, თუმცა “მორდოვიას” კარში გაშვებული გოლი დიდწილად მისი უხეში შეცდომის შედეგად გავიდა.
— ნუკრი, როგორ შეაფასებდით ახალ გუნდში საფებიუტო მატჩს?
— პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია. საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა, გატანაც შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. სამწუხაროა პირველ მატჩში დამარცხება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში სასურველ შედეგს მივაღწევთ.
— გოლის ეპიზოდში ყველას მოეჩვენა, რომ ბურთი კარს ცდებოდა. რიკოშეტი იყო?
— დიახ. სამარცხვინო გოლი გავუშვი.
— დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევთ?
— რა თქმა უნდა.
— პენალტის ეპიზოდში დარტყმა გამოიცანით თუ რეაგირება მოასწარით?
— რა თქმა უნდა, გამოვიცანი. დარტყმაზე რეაგირება ძალზედ რთულია.
აქვე გთავაზობთ “მორდოვიასა” და “ლოკომოტივს” შორის გამართული მატჩის ვიდეომიმოხილვას.