WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (171601) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ნულოფანი ფრე მადრიდში

თარიღი: აპრილი 23, 2014

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსის” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ლონდონელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო დაცვიდან ითამაშეს და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს აქცენტი. შეხვედრის მე-18 წუთზე “ჩელსის” კიპერმა პეტარ ჩეხმა ტრავმა მიიღო და მოედანზე ადგილი მარკ შვარცერს დაუთმო, რომელმაც შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა. ტრავმა მიიღო ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმაც. გარდა ამისა განმოერებით შეხვედრაში ყვითელი ბარათების გამო “არისტოკრატებს” ლამპარდი და ჯონ ობი მიკელი ვერ დაეხმარებიან. დანაკლისი, თანაც საკმაოდ სერიოზული “ატლეტიკოსაც” ექნება. სიმეონეს გუნდს გაბი ვერ დაეხმარება.

მატჩის ბოლოს მასპინძლებს რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ასე რომ, 0:0 და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება.

 

“ატლეტიკო”: კურტუა, გოდინი, ფილიპე ლუისი, ხუანფრანი, მირანდა, მარიო სუარესი (ხოსე სოსა 79′), კოკე, რაულ გარსია (დავიდ ვილია 86′), გაბი, დიეგო (არდა თურანი 60′), დიეგო კოშტა.

“ჩელსი”: ჩეხი (შვარცერი 18′), კოული, დავიდ ლუისი, კეჰილი, ტერი (შურლე 73′), ასპილიკუეტა, რამირესი, ლამპარდი, მიკელი, ვილიანი (დემბა ბა 94′), ტორესი.

 



მსგავსი სიახლეები