ოფიციალურად: ვიდალი “ბაიერნის” ფეხბურთელია
ჩილელი ჰავბეკი კარიერას გერმანიის ჩემპიონებში გააგრძელებს.
ადრე იყო ჭორები არტურო ვიდალის “ბაიერნში” გადასვლასთან დაკავშირებით, ახლა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ეს ინფორმაცია გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გამოაცხადა.
“ვადასტურებ, რომ “იუვენტუსს” ვიდალის ტრანსფერზე შევუთანხმდით. მას სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება დარჩა გასავლელი. ვფიქრობ, ჩილელი გუნდს მომავალ კვირას შეუერთდება”.
შეთანხმების ფინანსური მხარე ცნობილი არაა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაჯდა.