ოფიცილურად: რენატო სანჩესი “ბაიერნის” ფეხბურთელია
პორტუგალიური “ბენფიკას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, რენატო სანჩესი ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს.
18 წლის ნახევარმცველმა დღეს ბავარიულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “ბაიერნში” 2021 წლამდე დარჩება.
რაც შეეხება ტრანსფერში გადახდილ თანხას, ის 35 მილიონ ევროს უდრის.