WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (324386) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,38,56,57,201,2415,28159,28160,28161) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ოქრიაშვილის “კრასნოდარმა” კვირკველიას “ლოკომოტივი” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: მარტი 13, 2017

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივმა” მოსკოვში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

კვირკველიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, იგი მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 89-ე წუთზე ტრავმა მიიღო და დარჩენილი დრო მინდვრის მიღმა გაატარა.

ანგარიში 36-ე წუთზე მოსკოველებმა გახსნეს, გოლი ვლადისლავ იგნატიევმა გაიტანა. სტუმრებმა შეხვედრის მეორე ნახევარში ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს: 56-ე წუთზე პაველ მამაევმა ისარგებლა მოსკოველი მცველების უყურადღებობით და წონასწორობა აღადგინა, 64-ე წუთზე კი ვანდერსონმა მასპინძელთა კარში მეორე ბუთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 1:2.

“ლოკომოტივს” 26 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიცია უკავია. “კრასნოდარი” 32 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მომდევნო ტურში საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” ჯანო ანანიძის “სპარტაკს” უმასპინძლებს.



მსგავსი სიახლეები