WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (255019) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ორი დღე ელიტრაუნდამდე – 19-წლამდელები სრული შემადგენლობით ემზადებიან

თარიღი: მაისი 28, 2015

19-წლამდელთა ელიტრაუნდამდე ორი დღე დარჩა და რა თქმა უნდა, მღელვარება მატულობს. გიორგი დევდარიანის გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. იტალიიდან ჩამოვიდა რომან ჭანტურია; საქართველოს თასის ფინალის გუშინდელი გამარჯვებული – „დინამოელი“ ოთარ კიტეიშვილი გუნდს გუშინ საღამოსვე შეუერთდა.

დღეს, 19-წლამდელთა რიგებში ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს ბექა ქურდაძე. „საბურთალოსა“ და საქართველოს ნაკრების გოლკიპერი, ხვალიდან 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე გადაინაცვლებს და სან მარინოსთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ალექსანდრე ჩივაძის გუნდთან ერთად მოემზადება.

ხვალ, 28 მაისს, 16:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში ტურნირისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს ელიტრაუნდის ოთხივე მონაწილე გუნდის – საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები უპასუხებენ. მედიის წარმომადგენლები იქვე შეძლებენ ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციების აღებას.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში კი, 16:30 წუთიდან, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაიწყება და მედიისთვის, ტრადიციულად, საწყისი 15 წუთით იქნება ღია. ამავე სტადიონზე, 18:00 საათიდან ესპანეთის ნაკრები ივარჯიშებს.

ელიტრაუნდის სრული კალენდარი კი, ასე გამოიყურება:

29 მაისი

14:00 – პორტუგალია vs თურქეთი („მიხეილ მესხი 2“)

17:00 – ესპანეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“)

31 მაისი

14:00 – ესპანეთი vs თურქეთი („მიხეილ მესხი 2“)

17:00საქართველო vs პორტუგალია („მიხეილ მესხი“)

3 ივნისი

17:00 – პორტუგალია vs ესპანეთი („მიხეილ მესხი 2“)

17:00 – თურქეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“)

19-წლამდელთა ელიტრაუნდში, ეს ბოლო ჯგუფია, სადაც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს გერმანიამ, რუსეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და უკრაინამ. ფინალური ეტაპის მასპინძელი კი, წელს საბერძნეთია და მასპინძელთა ნაკრები ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშეა დაშვებული.

29 მაისიდან, საქართველოს ნაკრების სამივე მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური    



მსგავსი სიახლეები