პედრო: “ლოგიკურია, რომ ჩემს “ბარსელონადან” წასვლაზე საუბრობენ”
კატალონიის “ბარსელონას” შემტევი პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ მისი “ბარსელონადან” წასვლაზე საუბარი ლოგიკურია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, 27 წლის ფეხბურთელს “ბლაგაურნას” ძირითად შემადგენლობაში თამაში ხშირად არ უწევს.
“როდესაც თამაშის საშუალება არ გეძლევა, ფიქრობ, რომ გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ხარ. ლოგიკურია, ასეთ დროს პრესა და გულშემატკივრები შენს კლუბიდან წასვლაზე საუბრობენ”, – ამბობს პედრო.