ფეხბურთი და დიქტატორები

თარიღი: სექტემბერი 13, 2013

მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები თურმე მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური კარიერით არ ინტერესებოდნენ და ფეხბურთის დიდი ფანებიც ყოფილან. ამის შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც ფაქტებით ასაბუთებენ ამა თუ იმ დიქტატორის ფეხბურთისადმი სიყვარულს.

ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რის მუ­ა­მარ კა­და­ფის ცხოვრება გაცილებით უცნაური და საიდუმლოებებით მოცულია, ვიდრე ეს ერთი შეხევდვით ჩანს.

ბრიტანულ პრესაში ლიბიელი ექს-დიქტატორის სიცოცხლის ბოლო წუთების ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კადაფის “ლივერპულის” ლოგოს გამოსახულებიანი ფინჯანი ჰქონდა. სურათი იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც კადაფი 2-კვირის განმავლობაში იმალებოდა.

ეს კადაფის ოჯახის მერსისაიდულ კლუბთან დაკავშირების პირველი შემთხვევა არაა. 2002 წელს მაშინ, როდესაც კადაფის შვილი – საადი იტალიის სერია A-ში და ლიბიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა, ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ “ლივერპულში” ლიბიური ინვესტიციები ჩაიდებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კადაფის “ლივერპულისადმი” სიყვარული ჯერაც საიდუმლოებებით მოცულია.

Daily Mirror-ის რეპორტიორის განცხადებით, კადაფს “ევერტონის” მიმართაც ჰქონია გარკვეული სიმპათიები მით უფრო მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” 1979 წელს ლიბიური ტურნე მოაწყვეს.

მუამარ კადაფი პირველი პოლიტიკური ფიგურა არ არის, ვისაც საფეხბურთო კლუბის ფანობას “აბრალებენ”. მწერალ ადამ რობინსონი “ალ ქაიდას” ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე წერს, რომ ის თავის დროზე ლონდონის “არსენალს” ქომაგობდა. მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფანებმა ბინ ლადენის მისამართით სკანდირებდნენ (“ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ის იმალება ქაბულში და მას უყვარს “არსენალი”), “ალ ქაიდას” ლიდერს “არსენალის” მიმართ განსაკუთრებული ერთგულება არ გამოუხატავს.

1936 წლის 7 აგვისტოს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს ხვდებოდა. სტადიონზე ერთი გამორჩეული სტუმარი იყო – ადოლფ ჰიტლერი. ეს იყო ფაშისტური გერმანიის ლიდერისთვის  საფეხბურთო მატჩზე პირველი სტუმრობა. იმ მატჩში გერმანელები 0:2 დამარცხდნენ. როგორც ცნობილია, ჰიტლერი “შალკეს” ფანი იყო, თუმცა ამის დამასაბუთებელი მასალა არ არსებობს. ჰიტლერის მმართველობის პერიოდი “ხუმარების” ოქროს ხანა იყო, 1934-1942 წლებში “შალკემ” 6-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა.

ფაშისტური იტალიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი კი “ბოლონიას” ქომაგობდა. იტალიელი დიქტატორი ფორლიში დაიბადა, რაც სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ბოლონიას.

ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი მილანის “ინტერის” ფანია. სერბი პოლიტიკოსი ამჟამად დაპატიმრებულია სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლა ესპანეთის სახელმწიფოს საგადასახადო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედია” ყაზახეთშია და “ტობოლთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

სამტრედიის “სამტრედია” ყაზახეთშია. იმერლები კოსტანაიში დღეს ჩავიდნენ და დღეს, მატჩისწინა ბოლო, ოფიციალურ ვარჯიშს თბილისის დროით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებაზე ფიქრობს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსში” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ბენზემას ტრანსფერს უმიზნებს

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდში კარიმ ბენზემას მოყვანის სურვილი გამოთქვა, რომელთან ერთადაც მუშაობის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანს “იუვენტუსში” ელიან

17-წლიანი პაუზის შემდეგ ზინედინ ზიდანს ტურინის “იუვენტუსში” ელიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი “ბებერი სინიორას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩის “მილანში” გაჩერება აღარ უნდა

“მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. SpazioMilan-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” პეტრ ჩეხის დაბრუნებაზე ფიქრობს

ლონდონის “ჩელსიმ” შესაძლოა, პეტრ ჩეხი დაიბრუნოს. ინგლისური კლუბი და ტიბო კურტუა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიკატურა: ზებრა კრიშტიანუ

კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ომარ მომანი ამ ფაქტს ასეთი კარიკატურით ეხმაურება.  ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანდრევამ ვარჯიშზე ახალგაზრდა თანაგუნდელი ვერ მოატყუა, შემდეგ კი მას სახეში ხელი ჩაარტყა (

“ინტერის” ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა. მილანური გუნდი გარემარბმა, ანტონიო კანდრევამ ახალგაზრდული გუნდის მცველი, 18 წლის მცველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” “ჩელსისთან” ტიბო კურტუას ტრანსფერის ფასი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრის სამი კლუბი ეპატიჟება

ბელგიის ნაკრების თავკაცის თანაშემწე ტიერი ანრი დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, დამდეგი სეზონიდან შეუდგეს. ავტორიტეტული ბრიტანული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

არსენ ვენგერი: “არსენალში” 22 წლით დარჩენა ყველაზე დიდი შეცდომა იყო”

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავკაცი, არსენ ვენგერი, მიიჩნევს, რომ ლონდონურ კლუბში 22 წლით დარჩენა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” იგუაინისა და მორატას დამატებას ცდილობს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” ალვარო მორატასა და გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობს. “როსონერის” ხელმძღვანე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეილი ბლინდი “აიაქსში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი დეილი ბლინდი ამსტერდამის “აიაქსში” ბრუნდება. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ხალხი სერია A-ს ყურებას კრიშტიანუს გამო დაიწყებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალიდან” ტურინის...
წაკითხვა