ფიზიკური დაპირისპირება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე
როგორც უკვე იცით, გუშინ, “ჩიხურა” – “ბურსასპორის” მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ქართველ და თუქრ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის მიზეზი ჩვენი თურქი კოლეგების არაკორექტული ქცევა გახდა, რომლებმაც ინგლისური ნათარმგნი კომენტარებ არ იკმარეს და თურქი თარჯიმანის არყოფნა საკმაოდ უხეში ფორმით გააპროტესტეს, რაც “ჩიხურას” წარმომადგენელთან სიტყვიერ შელაპარაკებაში გადავიდა. აღსანიშანვია, რომ ინგლისურენოვანი თარჯიმანი უეფას მოთხონებს სრულიად აკმაყოფილებს.
ვითარების დამშვიდება საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფმა ქართველმა ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ შეურაცყმყოფელი ფრაზები მიიღეს, რის შემდეგაც პრესკონფერენცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მხარეების დამშვიდება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა. თურქ ჟურნალისტებთან სასაუბროდ არჩილ არველაძეც გამოვიდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები