ფორლანი სამშობლოში დაბრუნდა
დიეგო ფორლანმა კონტრაქტი ურუგვაულ “პენიაროლთან” გააფორმა. იაპონური “სერეზო ოსაკას” დატოვების შემდეგ 36 წლის თავისუფალი აგენტი მონტევიდეოში დაბრუნდა და მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
2014 წელს იაპონური გუნდის შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძო.
კარიერის განმავლობაში ფორლანს “ინდეპედიენტეს”, “მანჩესერ იუნაიტედის”, “ვილიარეალის”, “ატლეტიკოს”, “ინტერის” და “ინტერნასიონალის” შემადგენლობაში უთამაშია.