პირველი წრის შეჯამება: დინამო ბათუმი
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი ბათუმის “დინამოზე” გვექნება.
უმაღლესში დაბრუნებულმა ზღვისპირელებმა მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი კარგად ჩაატარეს და რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრაც შესთავაზეს საკუთარ გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ “დინამოს” თამაშს პირველ ეტაპზე სტაბილურობა აკლდა, ბათუმელები რამდენიმე ტურის განმავლობაში მეორე პოზიციაზეც იმყოფებოდნენ.
განსაკუთრებით წარმატებული “დინამოსთვის” ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ეტაპი აღმოჩნდა, რომელიც ზღვისპირელებმა დაუმარცხებლად განვლეს. გუნდის სეზონის საუკეთესო მატჩი სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა და ეს თბილისის “დინამოსთან” სტუმრად მოპოვებული გამარჯვებაა.
5 მატჩიანი წაუგებელი სერიის შედეგად ბათუმელები ზამთრის არდადეგებზე მე-5 პოზიციით გავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე პოზიციამდე “დინამოს” მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.
ბათუმელებმა თასიც გათამაშებაც კარგად დაიწყეს. პირველ ეტაპზე ზღივისპირელებმა “ჭიათურა” დაამარცხეს და 1/8 ფინალში “სამტრედიას” შეხვდნენ. პირველი შეხვერა “დინამომ” დამაჯერებლად, 4-1 მოიგო, თუმცა განმეორებითში სამტრედიელებმა სტუმრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ბათუმიც გათამაშებას გამოეთიშა.
პირველ წრეში გუნდის შემადაგენლობაში ირაკლი ჩირიკაშვილი და 40 წლის ამირან მუჯირი გამოირჩეოდნენ. “დინამოს” “სპარტაკიდან” გადაბირებული თეიმურაზ შონიაც კარგად მოერგო, რომელმაც პირველი წრის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლით საკუთარი გუნდის ბომბარდირიც გახდა. ამდენივე გოლია ტეტუნაშვილის ანგარიშზე.