პირველი წრის შეჯამება: სამტრედია
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი “სამტრედიაზე” გვექნება.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” მიმდინარე სეზონის წინ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველზე აქტიური იყო. სამტრედიელებმა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატეს. ასევე საქართველოს დაუბრუნდა და “სამტრედიას” მიაშურა წარსულში გორის “დილაში” მოთამაშე ბრაზილიელი ლეონარდო რამოსი.
სეზონი სამტრედიელებმა წარუმატებლად, თბილისის “დინამოსთან” განცდილი მარცხით დაიწყეს, რის შემდეგაც 4 ტურში 10 ქულას მოუყარეს თავი, რაც უკვე ლიდერთა ჯგუფზე განაცხადს ნიშნავდა. მართალია, ამ სერიას “ტორპედოსთან” მარცხი მოყვა, მაგრამ წარმატებული სვლა არ შეჩერებულა. “სამტრედიამ” კიდევ დააგროვა, თუმცა სეზონის მეორე მარცხი მთავარი მწვრთნელ გელა სანაიას აღარ აპატიეს… “ზუგდიდთან” წაგების შემდეგ სპეციალისტი, რომელმაც გუნდი პირველი ლიგიდან უმაღესში დააწიაურეს თანამდებობიდან მოხსნეს, მის ნაცვლად კი სამტრედიული კლუბი ზაზა ზამთარაძემ ჩაიბარა.
ზამთარაზის თავკაცობით “სამტრედიამ” უმაღლესში 5 მატჩი ჩაატარა და აქტივში 8 ქულა ჩაიწერა, რამაც საბოლოოდ გუნდს მესამე პოზიციაზე მოუტანა პირველ წრეში.
“სამტედია” ასპარეზობას საქართველოს თასზეც აგრძელებს. პირველ ეტაპზე ქედის “ბეთლემთან” დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ სამტრედიელები ბათუმის “დინამოს” შეხვდნენ. ქობულეთში განცდილი 4:1-ის შემდეგ ზამთარაძის შეგირდებმა 3:0 მოიგეს და მომდევნო ეტპაზე გავიდნენ, სადაც ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდებიან.
ცნობილია, რომ გუნდი მეორე წრისთვის გაძლიერებას გეგმავს. გამორიცხული არ არის სამტრედიული კლუბის მაისური რამდენიმე ლეგიონერმა მოირგოს. ამ ეტაპზე კი გადაწყვეტილია, რომ “სამტრედია” 9 მოთამაშემ – ქებაძემ, გედენიძემ, ჯანელიძემ, პავლიაშვილმა, პაჭკორიამ, დვალიშვილმა, ბეგაშვილმა, მელქაძემ და ლეონარდო რამოსმა დატოვეს.