პლატინიმ რუსეთისგან ქრთამი მიიღო?
ბრიტანულმა პრესამ მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთი ამომრჩეველთათვის ქრთამის მიცემაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ ВВС „The Sunday Times“-ზე დაყრდნობით იტყობინება. გაზეთის წარმომადგენლებმა ბრიტანული პარლამენტის პალატაში სპეციალური საბუთებიც წარადგინეს.
ხსენებული საბუთების მიხედვით, უეფა-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის ხმის სანაცვლოდ რუსეთისგან საჩუქრად პაბლო პიკასოს ნახატი გადაეცა. გარდა ამისა, „The Sunday Times“-ი წერს, რომ ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა რუსეთის პრეზიდენტისგან რამდენიმე დაპირებაც მიიღო.