პოლონეთი – საქართველო 4:0
დასრულდა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები სტუმრად პოლონეთს შეხვდა. პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა, რამდენიმე ეპიზოდში პოლონელებს გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.
კახა ცხადაძის გუნდი კარს მშრალად 62-ე წუთამდე ინარჩნებდა, სანამ გიორგი ლორიას კარგი არკადიუს მილიკმა არ აიღო – 1:0. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა – 81-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის დარტყმული ფაბიანსკის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ჭანტურია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
89-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პოლონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ბლაშიკოვსკიმ ლორიას ბურთი თავზე გადაუგდო, მეორე სართულზე კი ლევანდოვსკის ხელი ვერავინ შეუშალა – 3:0. ერთ წუთში „ბაიერნის“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ის ქართველ მცველებზე ამჯერადას სწრაფი აღმოჩნდა და ლორიასთან პირისპირ გასულს ჰეთთრიკის შესრულება არ გასჭირვებია…
საბოლოოდ, 4:0 და საქართველოს ნაკრები პოლონეთთან კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
პოლონეთი – საქართველო 4:0
გოლები: მილიკი 62′, ლევანდოვსკი 89′, 90′, 90+2′
პოლონეთი: ფაბიანსკი, შულაკა, პაზდანი (კომოროვსკი 90′), პისჩეკი, მაცზინსკი, კრიკოვიაკი, გროსიცკი (იოდლოვიეციმ 80′), რიბუსი, პესზკო (ბლაშიკოვსკი 64′), მილიკი, ლევანდოვსკი.
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (დაუშვილი 46′), ანანიძე, კობახიძე (ბაჩანა ცხადაძე 76′), ვაწაძე (ჭანტურია 63′).