“პსჟ”-მ იარმოლენკო 25 მილიონად შეაფასა
ფრანგული გუნდი ემზადება უკრაინელთათვის შეთავაზების გასაკეთებლად.
tuttomercatoweb.com-ის ცნობით, “პსჟ” ხშირ კავშირს ამყარებს მინო რაიოლასთან, რომელიც ამ ტრანსფერის შუამავალი იქნება.
საფრანგეთის ჩემპიონებმა უკვე გადადეს თანხა, რომელსაც უკრაინელში დახარჯავენ. წყაროს ცნობით, ეს 25 მილიონია. თუმცა, გაურკვეველია, დაიწყეს თუ არა ფრანგებმა მოლაპარაკება “დინამოსთან” ფეხბურთელის გადაბირების თაობაზე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” იარმოლენკოში 19,5 მილიონს ჩამოდიოდა, მაგრამ შემდეგ “რომამ” უკეთესი შემოთავაზებით იჩინა თავი.