“პსჟ” მზად არის დი მარიაში 45 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ანხელ დი მარია შემდეგ კვირას “პსჟ”-ს შეუერთდება, გვაუწყებს Telegraph.
გამოცემის თანახმად, ფრანგები რამდენიმე დღეში ბოლო ოფიციალური წინადადებით მიმართავენ ინგლისურ კლუბს. პარიზელები მზად არიან, გადაიხადონ 45 მილიონი ფუნტი, სწრაფი პასუხის სანაცვლოდ, რადგან არგენტინელი კლუბს შეკრებაში წასვლამდე შეუერთდეს.
მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის შემტევს “წითელ ეშმაკებში” სადებიუტო სეზონი კრახით დაუმთავრდა, გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერი” არ აპირებს გაუშვას დი მარია 59.7 მილიონ ფუნტზე ნაკლებში, რადგან მათ ზუსტად ამ თანხად იყიდეს ექს-მადრიდელი.