ქართველი ფეხბურთელების პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

თარიღი: ივნისი 2, 2017

3 ივნისს კარდიფში, “ნეიშენალ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ ფინალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია): “ჩემი აზრით, “იუვენტუსი” მოიგებს. “ბარსელონას” ქომაგი ვარ და არც მინდა “რეალმა” გაიმარჯვოს. როცა “ბარსას” მშრალად მოუგებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვთვლი, რომ “იუვე” წელს საოცარი გუნდია.”

ჯიმი ტაბიძე (“ურალი”, რუსეთი): “მართალია, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, “რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეზე. თუმცა, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, ფინალი ერთი თამაშია და არაფერი არ არის გამორიცხული.”

საბა კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი): “ბავშვობიდან “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მინდა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მოიგოს. ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდეს, ფინალშიც ვერ გავიდოდა.”

საბა ლობჟანიძე (“დინამო”, საქართველო): “იუვე” მოიგებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხუთი წლიდან ამ კლუბისა და დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ. ორივეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ორივე იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მინდა, რომ სამში ბუფონმა აწიოს თასი!”

ნიკა კვეკვესკირი (“ტობოლი”, ყაზახეთი): “რომელი მოიგებს, რთული სათქმელია. თუმცა, ჩემი სურვილია, “იუვენტუსს” ხვდეს ეს პატივი წილად. მინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუფონია, ერთხელ მაინც გახდეს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. თუ ეს ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ “ჯიჯი” ოქროს ბურთსაც მოიპოვებს, რომელსაც, ასევე, ცალსახად იმსახურებს. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ძალიან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულშემატკივრობ ფინალში.(იღიმის, ავტ.).”

ლადო დვალიშვილი (“ატირაუ”, ყაზახეთი): “იუვეს” მოგება მინდა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბუფონი იმსახურებს ამ ტიტულის მოგებას!”

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო): “პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია. მაგრამ მაინც “იუვეს” ვფიქრობ. რატომ? ამას მხოლოდ ინტუიციით ვამბობ. ისეთი გუნდები თამაშობენ, რა იქონიებს ზეგავლენას შეხვედრაზე და როგორ წარიმართება იგი, ამის თქმა ძალიან ძნელია.”

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელორუსი): “ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს. ისინი ამ თასისკენ მიისწრაფვიან უკვე რამდენიმე წელია, დაუღალავად და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს! ამ სეზონს კი გამორჩეულად კარგად ატარებენ! მარტო “ბარსელონასთან” ჩატარებული ორივე მატჩი რად ღირს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ბავშვიბიდან “იუვეს” გულშემატკივარი ვარ (იცინის, ავტ.). ბუფონი, ბოლოს და ბოლოს, აღმართავს მისთვის სანატრელ თასს და გაიმარჯვებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში!”

გიორგი არაბიძე (“შახტარი”, უკრაინა): “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას “რეალი” მოიგებს. ეს გუნდი “იუვენტუსზე” მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, დონით მასზე მაღლა დგას. მადრიდელები ფავორიტები არიან!”

ბაჩო არაბული (“დინამო”, საქართველო): “სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა ფავორიტი და ვის აქვს მეტი შანსი. ჩემი აზრით, ასეთი თანაბარი გუნდები დიდი ხანია არ ყოფილან ფინალში. “რეალის” უპირატესობა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებშია. “იუვე” უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა. საბოლოოდ, ვიტყვყი, რომ შანსები 50/50-ზეა.”

გიორგი ნავალოსვკი (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი): “ჩემი აზრით, “იუვე” მოიგებს. არ მინდა, “რეალი” გახდეს გამარჯვებული. არ ვიცი, რომელი გუნდი სჯობს, თუმცა იტალიელების გამარჯვებას ვფიქრობ.”

ბუბა დაუშვილი (“დიოშგიორი”, უნგრეთი): “რეალი” მოიგებს, იმიტომ, რომ “რეალია”.

ირაკლი სირბილაძე (“კპვ”, ფინეთი): “შანსები 50/50-ზეა. მე ორივე გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ “იუვე” მოიგებს. ალეგრის ფიზიკურად უფრო მომზადებული და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ტურინელები გაიმარჯვებენ.”

ოთო კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი): “მიუხედავად იმისა, რომ, რატომღაც, “იუვენტუსის” მოგება გამიხარდება, ვფიქრობ, “რეალი” მას უშანსოდ დატოვებს.” (იცინის, ავტ.).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატის 11 დასამახსოვრებელი მომენტი (ფოტოები)

BBC ავრცელებს სტატიას, სადაც უკვე დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის დასამახოვრებელი მომენტებია ასახული. რონალდუ ეხმარება კავანის, რათა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაირკვა: ვინ განსჯის “შერიფისა” და “ტორპედოს” განმეორებით შეხვდრას

18 ივლისს, ტირასპოლში, ქუთასის “ტორპედო” ადგილობრივ “შერიფთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” – “დუნაისკა სტრედა”: სად და როდიდან შეგიძლიათ ბილეთ

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, 1:1) თბილისის “დინამო” “დინამო არენაზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “რონალდუს “რეალიდან” წასვლის შემდეგ, პრემიერ ლიგა საუკეთესო ტუ

ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა. “პრემიერ ლიგა არის საუკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიკატურა ხორვატიის პრეზიდენტზე: “ვის სჭირდება ჩახუტება?”

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. იმედგაცრუებული ფეხბურთელები მათმა პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბა-კიტაროვიჩმა ჩახუტე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლოპოტეგი პირველი ვარჯიშის შემდეგ: “ბრწყინვალე გუნდი მყავს”

დღეს მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდნენ, სადაც ახალ მთავარ მწვრთნელს, ხულიენ ლოპოტეგის, შეხვდნენ. ვარჯიშის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარიკატურა: საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატია ანგარიშით, 4-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. “ლურჯების” წარმატებას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერნანდესი ბელგიაზე სიმღერას იწყებდა, ჟირუმ ის გააჩუმა (ვიდეო)

16 ივლისს, საფრანგეთის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ ნაკრებს სამშობლოში უამრავი გულშემატკივარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ მესისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

16 ივლისს, კრიშტიანო რონალდუმ ტურინის “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელ ფეხბურთე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კანტე, ის დაბალი და ლამაზია, მან მესი შეაჩერა” – პოგბამ კანტეს უმღერა (

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ფრანგ ფეხბურთელებს პარიზის ქუჩებში უამრავი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პუტინის დაცვამ, როცა ფრანგმა ფეხბურთელებმა შამპანური გახსნეს (ვიდეო)

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” რონალდუ წარადგინა, პორტუგალიელის პირველი პრესკონფერენცია

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ, თავის ახალ კლუბს ეწვია და “იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემა გადაეცემათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერონული ლიგისა და ლიგა 2 -ის ოცივე კლუბს პოლარის ანალიტიკურ სისტემას გადასცემს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორმა პუტინთან ერთად ფოტო გადაიღო – როგორ უპასუხა ნურმაგომედოვმა?

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ირლანდიელმა სპორტსმენმა რუსეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგმა ფეხბურთელებმა გასახდელში პუტინს უმღერეს (ვიდეო)

15 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და თასს დაეუფლა. […]...
წაკითხვა