რა ეკრძალება მარიო ბალოტელის “მილანში” კონტრაქტის თანახმად
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ “მილანმა” “ლივერპულიდან” მარიო ბალოტელი ინათხოვრა. დღეს იტალიელ ფეხბურთელსა და “როსონერის” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა.
როგორც ირკვევა, “მილანში” ყოფნის განმავლობაში, ბალოტელის ექსტრავაგანტული ვარცხნილობების გაკეთება და უცნაურად შემოსვა ეკრძალება. ასევე, 25 წლის ფეხბურთელი ვალდებული იქნება, ჯასნსაღი ცხოვრების წესი დაიცვას.
Gazzetta-ს ცნობით, სოციალურ ქსელებში ბალოტელის გვერდებს “მილანის” წარმომადგენლები დააკვირდებიან. მარიომ თავი ღამის კლუბებში სიარულისგანაც უნდა შეიკავოს. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის პირობებს არ შეასრულებს, მაშინ “შავ-წითლების” ხელმძღვანებლობა მას დააჯარიმებს ან გუნდიდან გაუშვებს.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი თავისი სხვებისაგან განსხვავებული ქცევებით გამოირჩევა, რის გამოც ის სკანდალში ხშირად ეხვევა.