“რეალი” ბილბაოში დამარცხდა
ესპანური პრიმერას 26-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ბილბაოში შედგა, სადაც ადგილობრივმა “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო.
შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი კი ადურისი გახდა, რომელმაც 26-ე წუთზე მიკელ რიკოს პასი ზუსტად გამოიყენა. შეხვედრის დასრულებამდე მადრიდელებს გათანაბრების შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ტაბლოზე ცვლილებები აღარ მომხდარა. ამრიგად, მადრიდის “რეალი” პირველ ადგილზე კი დარჩა, მაგრამ დიდი ალბათობით ხვალ ლიდერობას “ბარსელონა” დაისაკუთრებს, რომელიც საკუთარ შეხვედრას “რაიო ვალეკანოსთან” მართავს.
ბილბაო 1-0 რეალი
გოლი: ადურისი 26′