“რეალი” დე ხეას გადაბირებას და ბეილის შენარჩუნებას აპირებს
მადრიდის “რეალის” “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის, დავიდ დე ხეას გადაბირებითაა დაინტერესებული. წყაროს ცნობით, მადრიდელები ინგლისური კლუბის ესპანელ კიპერს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს. თავის მხრივ “მანჩესტერში” კი ამბებს ესპანეთიდან ელიან.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “რეალი” მზად არის ტრანსფერში გარეთ ბეილიც ჩართოს, თუმცა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ უელსელთან განშორებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დე ხეას აგენტი, ჟორჟე მენდეში, მადრიდული კლუბის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა.