„რეალმა“ „ატლეტიკო“ გაანადგურა
ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შედგა, რომელიც „ბლანკოსის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, როდესაც პეპეს დარტყმის შემდეგ ბურთი ემილიანო ინსუას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და სტუმართა კარში შევარდა. 57-ე წუთზე ხესე როდრიგესმა, რომელმაც ანხელ დი მარიას გენიალური პასი შეირგო, „რეალის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი კი კვლავ ავტოგოლმა დაუსვა: ამჯერად ბურთი ჟუან მირანდას მოხვდა და კარში ისე შევარდა. განმეორებითი შეხვედრა 12 თებერვალს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება.
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი
„რეალი“ — „ატლეტიკო“ 3:0 (1:0)
გოლები: ინსუა 17′ (ა.გ.), ხესე 57′, მირანდა 73′ (ა.გ.).
გაფრთხილებები: პეპე 24′ — დიეგო 27′, დიეგო კოსტა 60′, ხუანფრანი 79′, მირანდა 88′.