“რეალმა” “ბარსელონა” მეორე მატჩშიც დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო
ზინედინ ზიდანის “რეალმა” ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩშიც საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის სუპერთასსაც დაეუფლა.
მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის გამართული პირველი ფინალური მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართა და ზიზუს ბიჭების გამარჯვებით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.
განმეორებით მატჩში კი ანგარიში მე-4 წუთზე, მარკო ასენსიომ გახსნა ბრწყინვალე დარტყმით. აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ახალგაზრდა ვარსკვლავმა პირველ მატჩშიც არანაკლებ ლამაზი გოლის გატანა შეძლო ტერ შტეგენის კარში. ასენსიოს გოლს კი კარიმ ბენზემას შედევრი დაემატა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.
“რეალი”: კეილორ ნავასი; მარსელო, რამოსი, ვარანი, კარვახალი; ტონი კროოსი (სებალოსი 80′), კოვაჩიჩი (კაზემირო 62′), მოდრიჩი; მარკო ასენსიო (ტეო ერნანდესი 75′), ბენზემა, ლუკას ვასკესი
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხავიერ მაშერანო, ჟერარ პიკე (სემედო 50′), სამუელ უმტიტი; რობერტო, რაკიტიჩი, გომეში (დეულოფეუ 72′), ალბა (დინიე 78′); ლეო მესი, ლუის სუარესი
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე