WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (214971) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

რეალმა ბარსელონას სძლია

თარიღი: ოქტომბერი 25, 2014

პრიმერა დივიზიონის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

თამაში კატალონიელთა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე სუარესის გადაცემით ანგარიში ნეიმარმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას “რეალი” დაეუფლა და 30-ე წუთზე რონალდუს ზუსტი პენალტით წონასწორობაც აღდგა.

სწრაფი გოლი მეორე ნახევრის დებიუტშიც გავიდა. 50-ე წუთზე კროოსის მოწოდებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ყველას პეპემ დაასწრო და მადრიდელები დააწინაურა. სულ რაღაც 11 წუთში კი მადრიდელებმა მესამეც გაიტანეს. მასპინლების სწრაფი კონტრშეტევა გოლით კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:1.

კლასიკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “რეალის” აქტივში 21 ქულაა. მადრიდელებმა უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.



მსგავსი სიახლეები