“რეალმა” ედეგორი საჩემპიონთალიგო განაცხადში შეიყვანა
მადრიდის “რეალმა” კლუბის ახალწვეული მარტინ ედეგორი უეფას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა.
ამრიგად, ნორვეგიელი მოთამაშე შესაძლოა, გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა მიუღია. შეგახსენებთ, რომ ედეგორი მხოლოდ 16 წლის გახლავთ.
გეტყვით იმასაც, რომ მარტინ ედეგორმა “რეალის” მეორე გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ზინედინ ზიდანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკეს” შეხვდება. წყვილის პირველი მატჩი გერმანიაში, 18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი – ესპანეთში, 10 მარტს.