რობერტ ლევანდოვსკი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დღეს გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიყვანეს და ოთხი სერტიფიკატი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა 2015 წელს ოთხი რეკორდი დაამყარა – ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი, ყველაზე სწრაფად გატანილი ოთხი გოლი, ყველაზე სწრაფად გატანილი ხუთი გოლი და შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ გატანილი ყველაზე მეტი გოლი (5).
Video: Robert Lewandowski receiving the 4 record certificates from Guinness book!
pic.twitter.com/fOHDXEAIDk
— Home Bayern (@HomeBayern) November 30, 2015