რობერტო კარლოსი ზინედინ ზიდანის ასისტენტად იმუშავებს
დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი “სამეფო კლუბში” დაბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ზინედინ ზიდანის ასისტენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფლორენტინო პერესმა რაფაელ ბენიტესი კლუბიდან დაითხოვა, მის შემცვლელად კი ზინედინ ზიდანი დაინიშნა.
“რეალის” ხელმძღვანებლობასთან შეხვედრა მქონდა. ზიდანის “რეალი” წინა გუნდებისგან განსხვავებული იქნება”, – უთხრა კარლოსმა Punto Pelota-ს.