როჯერსი ჯერარდს სასტარტო თერთმეტეულს ვერ ჰპირდება
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ არ აპირებს დააყენოს ჯერარდი სასტარტო თერთმეტეულში, მისი ემოციურობის გამო.
დღეს, “ლივერპული” “ლიბერთიზე” “სუონსის” დაუპირისპირდება. მერსისაიდელთა კაპიტანმა გრძელვადიანი ტრავმა სრულიად მოიშუშა და მოედანზე გამოსასვლელად მზად არის, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელი ძალიან ცუდ ფორმაშია.
მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” ჯერარდის გარეშე ექვსი მატჩი მოიგო, როჯერსი კი სტივს თამაშში საჭიროებისამებრ ჩართავს.
“სტივი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო. ვიცი, რომ მას გუნდში დიდი პრიორიტეტი აქვს”.
“როგორც სხვები, მისდამი უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ, მაგრამ არ მივეკუთვნები ისეთი კატეგორიის მწვრთნელებს, რომელიც ემოციურობით ან რაიმე მაგდაგვარით არჩევენ ფეხბურთელებს”.
“მნიშვნელოვანია, ყოველი მატჩის წინ დავაყენო ის შემადგენლობა, რომელიც მოახერხებს მატჩის მოგებას. არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ ვინ ითამაშა გასულ ტურში უკეთესად. მთავარია, როგორ ფორმაში ხვდება მოთამაშე ახალ მატჩს”.
“ყველა ელოდებოდა სტივის დაბრუნებას ისე, როგორც თვეების მანძილზე დანიელ სტარიჯისას. კარგია, რომ ჯერარდი დაბრუნდა, მაგრამ ფორმის დასაბრუნებლად კვლავ აგრძელებს მუშაობას. საჭიროა, ლუკასიც მალე დაგვიბრუნდეს,”-განუცხადა როჯერსმა The Telegrpah-ს.