რონალდინიო “კერეტაროს” ტოვებს, თუმცა კარიერას არ ასრულებს
მექსიკური “კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მექსიკური კლუბის მწვრთნელმა, ვიქტორ მანუელ ვუჩეტიჩმა გაავრცელა.
“მოველნათა განვითარება რამდნეიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, კლუბის სურვილი რონალდინიო წასვლაა. ბრაზილიელი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ყველა ასპექტში სასარგებლო მოთამაშეები გვჭირდება” – განაცხადა ვუჩეტიჩმა El Comercio-სთან საუბრისას.
გამორიცხული არ არის, რომ რონალდინიომ კარიერა მლს-ის რომელიმე კლუბში გააგრძელოს.