“რონალდუმ თამაშგარიდან გაიტანა, კაზემირო უნდა გაეგდოთ” (ფოტო)
ფეხბურთის ყოფილმა მსაჯმა, ანდუხარ ოლივერმა მადრიდის “რეალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის (1-2 (4-2)) მომენტები განიხილა.
2-2-ზე, კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო – “პორტუგალიელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც რამოსისგან მიიღო გადაცემა,” – აცხადებს ოლივერი.
მატჩის 52-ე წუთზე მსაჯმა “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, თუმცა კაზემირო არ გაუფრთხილებია – “კაზემირომ დაიგვიანა და ბურთს არც შეხებია. რობენს დააბიჯა, რაც წესების დარღვევაა, ის აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინათ.”
მატჩის მე-80 წუთზე უნგრელმა მსაჯმა კაზემირო დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა, რაც მცდარი გადაწყვეტილება იყო: “მისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ რობენთან უხეშობისთვის. მან აშკარად ჩაარტყა რობენს და მატჩის ბოლომდე დასრულებას არ იმსახურებდა,” – დაამატა მან.