სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ნათათრალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თარიღი: ოქტომბერი 14, 2012

2012 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს სამბოში, ბულგარეთის დედაქალაქმა, სოფიამ, უმასპინძლა. დღეს, 14 ოქტომბერს, 56კგ. წონით კატეგორიაში 17 წლის გიორგი ნათათრალაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გიორგისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მანამდე ის ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის პრიზიორი. ჩემპიონატისთვის ნათათრალაშვილმა 3-თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი წვრთნები გაიარა და შედეგითაც კმაყოფილია.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო, რაც აქამდე ჩამიტარებია. შესაბამისად, ამისთვის სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი გამარჯვებისთვის და პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგით უკმაყოფილი არ ვარ, გაუმჯობესებას კი აუცილებლად ვაპირებ,“- ამბობს ნათათრალაშვილი.

 

 

 

შედეგით კმაყოფილია ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი, ემილ რაშიც, რომელიც მას უშუალოდ ჩემპიონატისთვის ამზადებდა. რაშის თქმით, ნათათრალაშვილს დიდი პერსპექტივა აქვს და მომავალ ჩემპიონატებზე მისგან პირველ ადგილსა და ოქროს მედალს ელოდება.

„საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენია და ვფიქრობ, შემდეგ ჩემპიონატებზე საბოლოო გამარჯვების მოპოვებას, ვგულისხმობ პირველ ადგილს, თავისუფლად შეძლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ეს დიდ იმედსაც მაძლევს,“ – აცხადებს ემილ რაში.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი სამივე სახეობაში ჭიდაობს.  ნათათრალაშვილი ასპარეზობს როგორც ძიუდოში, ასევე სამბოსა და ქართულ ჭიდაობებში. სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი მომავალ წელს უკვე  ახალგაზრული ნაკრების წევრობას გეგმავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  მისი მთავარი მიზანი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონატებზე გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძე: “ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივ

ქართველი მორკივის, ავთანდილ ხურციძის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში მორიგი განცხადება გამოქვეყნდა. ხურციძე წერს, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ შეხვედრას რუსეთში გამართავს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მორიგ შეხვედრა 15 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართავს. ქართველი სპორტსმენის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორმა პუტინთან ერთად ფოტო გადაიღო – როგორ უპასუხა ნურმაგომედოვმა?

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ირლანდიელმა სპორტსმენმა რუსეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი მიმდინარე ნაგოია ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 13 ივლისს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჭარბწონიანი ამერიკელი, რომელიც ქართველ მებრძოლს დაუპირისპირდა (ვიდეო)

2007 წელს, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი თენგიზ თედორაძე ამერიკელ ჭარბწონიან ერიკ ეშს დაუპირისპირდა. ლონდონში გამართულ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

16 წლის გოგონა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გააოცა (ფოტო)

ფინეთში მიმდინარე მძლეოსნობის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთიოპელმა მორბენალმა გირმავიტ გერბზიჰაირმა ყველა გააცოა. 16 წლის გოგონამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ ციხიდან სანდერსს მიმართა

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის პირად გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში მორიგი განცხადება გამოქვეყნდა. როგორც იცით, ხურციძე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძე: “ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ”

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. ხურციძე წერს, რომ მისი სასჯელი ისეთი არ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიუ-იორკის სასამართლომ ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნიუ იორკის რაიონალ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხავიერ მასკერანო ბუენოს აირესი-2018-ის ელჩია

არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო, რომელიც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდიასთან მატჩისთვის ემზადება, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური [...
წაკითხვა
სხვადასხვა

23 ივნისს საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართება

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქ მეტოქეს საოცარი შეხვედრა შემოუტრიალა

5 ივნისს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე, 55 კგ წონით კატეგორიის ფინალში წურწუმია თურქ მეტოქეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. ლევან გორგაძე გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს აპირებს, რომ მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ შეხვდნენ გულშემატკივრები საქართველოში დაბრუნებულ ტოჩინოშინს (ვიდეო)

ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე სამშობლოში დაბრუნდა. ოძეკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 11:30 საათზე გამოჩნდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლომერ ჟორჟოლიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ლომერ ჟორჟოლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მაკა [&...
წაკითხვა