სანახაობრივი მატჩი მიხელ მესხზე
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს უმაღლესი ლიგის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის “სიონმა” “ჩიხურას” უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგმა.
პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს. ჯიღაური სოლო რეიდის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული კარს დიდი მანძილით ასცდა. ამის შემდეგ უპირატესობა ბოლნისელებმა მოიპოვეს. მეკარე მირზა მერლანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კახელიშვილი სომხიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმული საჩხერელთა მეკარემ მოიგერია და კუთხურზე გადააგდო. აღსანიშნავია, რომ კუთხურები “ჩიხურას” კართან მრავლად იყო და პირველი გოლი სწორედ ასეთ სტანდარტი შედეგად გავიდა. მე-12 წუთზე გოგობერიშვილის ჩაწოდებას ლობჟანიძე გამოეხმაური და ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი – 1:0.
გატანილი გოლის მერე “სიონმა” უპირატესობა არ დათმო, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც რეალურ საგოლე მომენტებამდე მისულა საქმე.
ტაიმის ბოლოს კი “ჩიხურამ” თამაშის გამოსწორება შეძლო, რაც შედეგზეც აისახა. 37-ე წუთზე ოდიკაძის ჩაწოდებულ ჯარიმას ლაშა ჭელიძე გამოეხმაურა და თავით ეფექტური გოლი გატანა მოახერხა. “სიონმა” ცენტრიდან განაახლა თამაში, ბურთი დაკარგა, დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოდ მეორე გოლიც მიიღო. ცარიელ კარში ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კვასხვაძემ გადაგზავნა – 1:2.
ტაიმის ბოლოს “სიონს” გათანაბრება შეეძლო. თუმცა, სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლობჟანიძემ და ფოფხაძემ ვერ ისარგებლეს. ბურთს სომხიშვილი დაეუფლა და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ნახევარი ბოლნისელთა შეტევებით დაიწყო. გოგობერიშვილის შორეულ დარტყმა სომხიშვილმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია. რამდენიმე წუთში კი, “ჩიხურას” შეეძლო გატანა, თუმცა ქიმაძის დარტყმა მერლანმა მოიგერია. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და მომენტებიც ორივე კართან მრავლად იქმნებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში მათი რეალიზება მხოლოდ ბოლნისელებმა მოახერხეს.
75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა უგულავამ მარჯვებნა ფლანგიდან ჩაწოდებაზე ყველას დაასწრო და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი, ლობჟანიძე სომხიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაც მოუტანა.
სიონი 3-2 ჩიხურა
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (12), 1:1 ჭელიძე (37), 1:2 კვასხვაძე (38), 2:2 უგულავა (75), 3:2 ლობჟანიძე (87)
სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, კანდელაკი, განუგრავა (უგულავა 56′), ქემოკლიძე, სამხარაძ (ადამია 60′), კახელიშვილი, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (უგრეხელიძე 90′).
სათადარიგოები: გიორბელიძე, ნ.ისიანი, ზუხბაია, მამასახლისი
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ჩიხურა: სომხიშვილი, კაშია (ჩიკვაიძე 46′), ლომაშვილი, ჭელიძე (ბეჭვაია 80′), ხმალაძე, ოდიკაძე, კვასხვაძე, დატუნაიშვილი, დეკანოიძე, ჯიღაური, ქიმაძე (ლომია 84′).
სათადარიგოები: თევდორაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები