საქართველომ იაპონიას სძლია
23 ნოემბერს, რაგბში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრები მიიღო. “ბორჯღალოსნება” ირლანდიისა და ტონგის ნაკრებებთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით, თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესეს, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა.
ნათელი იყო, რომ ქართველები იაპონელებს შერკინაბაში ჯობდნენ, რასაც მილტონ ჰეიგის შეგირდები კარგად იყენებდნენ. სწორედ შერკინების დახმარებით, მე-16 წუთზე პირველი ლელო დადეს. 27-ე წუთზე, ისევ შერკინების დახმარებით ქართველები მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ, ლაშა ლომიძე ბურთის დამიწებას აპირებდა, თუმცა მეტოქე გუნდის მოთამაშემ ბურთი წესების დარღვევით გამოიტანა, მსაჯმა კი საჯარიმო ლელო ჩათვალა – 12:0.
31-ე წუთზე, იაპონელებმა ჯარიმა კარგად შეასრულეს და პირველი სამი ქულაც მოიპოვეს. დაახლოებით ორ წუთში კი მათ ლელოს დადება და გარდასახვის ზუსტად შესრულება მოახერხეს – 12:10. საბოლოოდ, ტაიმი ისე დასრულდა, რომ კვირიკაშვილა ერთი ლელოს დადება კიდევ მოახერხა – 17:10.
მეორე ტაიმის 54-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ორ წუთში კი ხმალაძემ ლელო დადო – 25:10. 72-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ისევ შეამცირეს – 25:17. დაახლოებით, ორ წუთში არბიტრმა ჩვენი ლელო არ ჩათვალა.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თამაშის ბოლო წუთები, ქართველები იაპონელებს 18-ქულიანი უპირატესობითაც კი უგებდნენ (35:17), მაგრამ შეხვედრა საბოლოოდ, 35:22 დასრულდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები