საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში

თარიღი: ივნისი 16, 2018

ხვალ ნაშუადღევს, საქართველოს დროით 15:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას, ბეზიეში ეთამაშებიან.

2016 წლიდან დღემდე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 14 თამაში გამართეს, თუმცა აქამდე შოტლანდიას არასდროს შეხვედრია.

სქოთებმა ბეზიეში წლევანდელ ტურნირზე ორჯერ ითამაშეს: ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში იტალიასთან უკანასკნელ წუთზე გაშვებული ლელოთი 26:27 დამარცხდა, ხოლო დასკვნით ტურში ინგლისთან 10:35 წააგო. ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრაში მას არგენტინამ 29:13 მოუგო. 12 ივნისს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდიამ ირლანდია 45:29 დაამარცხა და გაისად 12-გუნდა ელიტაში თამაში დაიბევა.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 24:20 მოუგო, მანამდე სამხრეთ აფრიკას მცირედით ჩამორჩა (27:33), ხოლო ბეზიეში ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა – 12:24. მე-9 ადგილის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები კერკეტ იაპონიას შეხვდნენ და მატჩის უმეტესი დრო მდევრის როლში გაატარეს, თუმცა დასკვნით 10 წუთში 2 ლელო გაიტანეს და 24:22 იმარჯვეს, რითაც ელიტურ 12-ში ზედიზედ მეოთხედ თამაშის უფლება დაიბევეს.

შოტლანდიამ 2008 წლიდან დღემდე 20-წლამდელთა ყველა ჩემპიონატი ითამაშა და საუკეთესო შედეგი შარშან, საქართველოში აჩვენა – მე-5 ადგილი. საქართველო განვლილ ორ ჩემპიონატში მე-4 თამაშებს იგებდა და ორივეჯერ მე-10 ადგილზე გავიდა. წელს პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირზე ორი თამაში მოიგეს და მესამე გამარჯვების შემთხვევაში მათთვის უმაღლეს, მე-9 ადგილს შეწვდებიან.

ცვლილებებით და გადაადგილებებით

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა, იაპონიასთან ნაომარ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელეს. პირველ ხაზში კვაჭმა ლევან პაპიძემ და მარჯვენა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი ნუცუბიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა.

წლევანდელ ტურნირზე შერკინების მეორე ხაზში მეორედ ითამაშებს არსენ მაჩალაძე, რომელიც იაპონიასთან შერკინების შემკვრელი იყო. მას ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელმაც ძირითადში ადგილი შეინარჩუნა.

მეორე ხაზიდან ფლანკერად გადაინაცვლა გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერი თენგიზ გიგოლაშვილია, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ შემკვრელად გადაინაცვლა. მან ამ პოზიციაზე საფრანგეთის და ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

კვლავ უცვლელია ღერძი – გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის მსგავსად, ცენტრში ლაშა ლომიძე და სანდრო სვანიძე შეწყვილდებიან, ერთი ფრთა დემურ სვანიძე იქნება, რომელმაც ოთხივე განვლილ მატჩში ითამაშა, ხოლო კონსტანტინე მარჯანიშვილი ძირითადში პირველად გამოჩნდა. უცვლელია ფლანკერი – ბექა მამუკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ზაფხულის თასი – შანსი დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის

რაგბის ზაფხულის თასი 2018 | გუშინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იაპონიის წინააღმდეგ

23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია მოედანზე ქალი ექიმის გამოჩენაზე (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

“სახეში იმგენმა რო შემოგვცხეს, ისეთი უნდა, მაგის დედა ******” – კომენტატ

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

“ვერაფერს გამოაპარებ ამ შეჩვენებულს” – კომენტატორი ფიჯი – საქართვე

16 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წყნარი ოკეანის თასის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდა და ანგარიშით […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო 15:37 ფიჯი

ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია ტონგელი ქალბატონის დანახვაზე (ვიდეო)

9 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასის პირველ მატჩში ტონგა 16:15 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ პირველ ტურში ტონგასთან გასამართი მატჩისთვის შემადგეენლობა შეარჩია. […]...
წაკითხვა
რაგბი

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის განცხადებას?

31 მაისს, საქართველოს ნაკრებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირი რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს რაგბის კავშირმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ძვირფასო მეგობრებო, “დინამოზე&...
წაკითხვა
რაგბი

როგორ შეასრულეს ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ჰიმნი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ (ვიდე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და მეტოქესთან 27:33 დამარცხდა. ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
რაგბი

20წ | ბრძოლა ბოლო წუთამდე

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ბარბაროსებთან” მატჩში

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბორჯღალოსნები 31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებს’ დაუხვდებიან. მატჩი, რომელიც 20 […]...
წაკითხვა
რაგბი

ბორჯღალოსნები | ზაფხულისთვის 40 ემზადება

31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 ბორჯღალოსანი მოემზადება. მათი […]...
წაკითხვა