საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს!
დღეს, „თბილისი მოლმა“, რომელშიც საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, 2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლა, რომელმაც ახალი ჩემპიონი გამოავლინა.
დასკვნით ეტაპში მონაწილეობა 16 გუნდმა მიიღო. თითეული გუნდი ქვეყნის რეგიონიდან აირჩა, ერთი გუნდი კი დასკვნით ეტაპზე „უაილდ ქარდის“ პრინციპით მოხვდა.
მატჩები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საბოლოდ, გადამწყვეტ მატჩემზე „სოხუმი“ და ბათუმის „ბასკო“ გავიდნენ. პირველმა ნახევარფინალში გუნდს „ცამეტს“ სძლია, ხოლო მეორემ „ტოიოტა“ დაამარცხა.
ნახევარფინალის წინ სამქულიანებისა და დანქების კონკურსიც შედგა.
ფინალურ შეხვედრაში თავდაპირველად უპირატესობას სოხუმელები ფლობდნენ, თუმცა აჭარელმა მოთამაშეებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ბოლო ორ წუთში უპირატესობა კვლავ „სოხუმმა“ დაიბრუნა და ანგარიშით 21:17 გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ტურნირის გამარჯვებული ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც 3×3 კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ ნიშნიანიძის სურათები: