საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – გორის “დილას” ტრიუმფალური გზა
საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. მიმდინარე სეზონში ყველას გორის “დილამ” აჯობა და სამტრედიაში მინიმალურად მოგებული მატჩით ტიტული ოფიციალურად გაინაღდა.
გორული კლუბის საჩემპიონო ისტორია ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. გასულ სეზონში “დილამ” მე-7 პოზიცია დაიკავა, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი არ ყოფილა და გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის შემადგენლობის დიდი ნაწილი და რაც მთავარია კლუბის მენეჯმენტი. ახალი კადრების და მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მოსვლასთან ერთად კი “დილას” მყარი ფინანსური მხარდაჭერა გაუჩნდა, რაც უმაღლეს ლიგაში ავტომატურად ფავორიტთა შორის ყოფნას ნიშნავს.
ახალი “დილა” ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიკრიბა და სრულფასოვანი შეკრების გავლაც ვერ მოასწრო, თუმცა მიუხედავად ამისა პირველი წრე გორელებმა ღირსეულად ჩაატარეს. აი ზამთრის პაუზის დროს კი სოსიაშვილმა გუნდი სრულფასოვნად მოამზადა, უცხოური შეკრებაც მოუწყო და მეორე ეტაპის წინ “დილა” გვარიანად გააძიერ. მრავლად იყო საკადრო ცვლილებებიც, რომელთა შედეგადაც გუნდიდან წასული 8 ფეხბურთელი საქართველოში გამორჩეულმა მოთამაშეებმა შეცვალეს. “დილა” ლეგიონერებმაც გააძლიერეს და ამ მხირვ გასანკუთრებით წარმატებული რა თქმა უნდა ალან ბაგაევის ტრანსფერია. რუსი მცველი საქართველოს ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუეკთესოა და გორული კლუბის წარმატებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
“დილას” წარმატებაში დიდი წვლილი რა თქმა უნდა უჩა სოსიაშვილის მიუძღვის. 25 წლის სპეციალისტისთვის უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონის ტრიუმფალური აღმოჩნდა და შესაძლოა ეს შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით იყოს უპრეცენდენტო. სოსიაშვილმა გუნდმა კონკურენტებთან შეხვედრებში დამაჯერებლად ითამაშა და მათთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგებიც აჩვენა. გარდა ამისა, “დილა” ბათუმის და თბილისის “დინამოებისგან” განსხვავებით ქულებს უაზროდ არ კარგავდა, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
ნათელია, რომ საქართველოს ჩემპიონატის მოგება, განსაკუთრებით წლევანდელ სეზონში, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ეს “დილას” წარმატებას რა თქმა უნდა არ აკნინებს. მაგრამ, ფაქტია, რომ მთავარი გამოცდა გორულ კლუბს ზაფხულში ელის, როდესაც “დილა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მანამდე კი გორში ნამდვილი ზეიმია, რომელიც გუშინ გვიან ღამით დაიწყო.
სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ გორელებმა პირველად იზეიმეს ჩემპიონობა, დაირღვა წლeბის მანძილზე დამკვირდრებული ტრადიციაც, რომლის მიხედვით ჩემპიონი აუცილებლად ის გუნდი ხდებოდა, რომელიც ზამთრის ჩემპიონის არაოფიციალურ წოდებას მოიპოვებდა. პირველად დაფიქსირდა ის ფაქტიც, რომ ჩემპიონობა ასეთი ახალგაზრდული ასასკის მწვრთნელმა მოიგო.
უმაღლესი ლიგის დასრულებამდე კი ჯერ კიდევ ორი ტურია დარჩენილი და გასარკვევიც საკმაოდ ბევრი რამაა, თუმცა გორელები უკვე მშვიდად არიან და ჯერ მარტვილს ესტუმრებიან, ხოლო დასკვნით ტურში “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს და ნანატრს თასსა და ოქროს მედლებსაც ჩაიბარებს.