საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იაპონიის წინააღმდეგ

თარიღი: ივნისი 21, 2018

23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

აზიელ მეტოქეს აქამდე 5-ჯერ შევხვედრივართ, თუმცა ბოლო 12 წელია მათ სამშობლოში არ გვითამაშია. იაპონიას პირველად 2006 წელს ვეწვიეთ და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს.

2012 წლიდან დღემდე, ‘საკურები. თბილისს სამჯერ სტუმრობდნენ. 6 წლის წინ, უკვე გაწითლებულ დროზე, სტუმრებმა კონტრშეტევა საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიღეს და გამარჯვების არეკნი გაიტანეს – 25:22.

2014 წელს იაპონიას პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს და 35:24 სძლიეს.

2015 წლის მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში აზიელებს 5 სექტემბერს, გლოსთერში ვეთამაშეთ -10:13. რეპეტიცია ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ ტონგას 17:10 სძლია, ხოლო იაპონიამ სენსაცია მოახდინა და სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხა.

2016 წელს იაპონიას მესამედ ვუმასპინძლეთ ვაკეში და 60-წუთიანი დომინირების მიუხედავად, კონტრშეტევაზე მოთამაშე მეტოქემ 28:22 იმარჯვა.

იაპონია ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა მასთან უარყოფითი ბალანსი გვაქ – 4:1. განვლილ 5 მატჩში იაპონიამ გაიტანა 14 ლელო, ჩვენ – 11; ხოლო ქულათა ბალანსი 96:122-ზეა.

რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბისთვის, მენეჯმენტისა და მოთამაშეებისთვის ამ თამაშს სპორტულის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს, საქართველო სწორედ ‘ტოიოტა სთედიუმზე’, უელსის წინააღმდეგ გამართავს და ახლა გუნდი ზუსტად იმ პირობებში ემზადება, როგორ პირობებშიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოუწევს ყოფნა.

მილთონ ჰეიგი ამ შესაძლებლობით კმაყოფილია, რაც არაერთხელ აღნიშნა:

„მოხარული ვარ, რომ იაპონიას ტოიოტა სიტიში ვეთამაშებით, იმ სტადიონზე, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იგივე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიასთან მათსავე ქვეყანაში თამაში. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონელებს თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით“.

ორი შერკინებაში, ორი ხაზში

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი უელსელი რეფერი, ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსი განსჯის, რაც თამაშს დამატებით ხიბლს შესძენს.

ამ თამაშამდე იაპონია ორჯერ შეხვდა იტალიას და ორი კვირის წინ ის 34:17 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს 22:25 დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა ზაფხული სხვებზე 10 დღით ადრე დაიწყეს და თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ 16:15 სძლიეს, 9 ივნისს იგივე ანგარიშით ტონგა დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ ფიჯის შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 37:15.

მას შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე. ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასიეშვილმა, შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. შეიცვალა კვაჭიც და შალვა მამუკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ ‘სანვულვზში’ თამაშობს.

წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ, ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა იოსებ მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

მარქაფაში გადაინაცვლა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ფიჯისთან მატჩის მსგავსად, თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ზაფხულის თასი – შანსი დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის

რაგბის ზაფხულის თასი 2018 | გუშინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია მოედანზე ქალი ექიმის გამოჩენაზე (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

“სახეში იმგენმა რო შემოგვცხეს, ისეთი უნდა, მაგის დედა ******” – კომენტატ

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში

ხვალ ნაშუადღევს, საქართველოს დროით 15:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ვერაფერს გამოაპარებ ამ შეჩვენებულს” – კომენტატორი ფიჯი – საქართვე

16 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წყნარი ოკეანის თასის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდა და ანგარიშით […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო 15:37 ფიჯი

ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია ტონგელი ქალბატონის დანახვაზე (ვიდეო)

9 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასის პირველ მატჩში ტონგა 16:15 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ პირველ ტურში ტონგასთან გასამართი მატჩისთვის შემადგეენლობა შეარჩია. […]...
წაკითხვა
რაგბი

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის განცხადებას?

31 მაისს, საქართველოს ნაკრებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირი რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს რაგბის კავშირმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ძვირფასო მეგობრებო, “დინამოზე&...
წაკითხვა
რაგბი

როგორ შეასრულეს ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ჰიმნი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ (ვიდე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და მეტოქესთან 27:33 დამარცხდა. ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
რაგბი

20წ | ბრძოლა ბოლო წუთამდე

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ბარბაროსებთან” მატჩში

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბორჯღალოსნები 31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებს’ დაუხვდებიან. მატჩი, რომელიც 20 […]...
წაკითხვა
რაგბი

ბორჯღალოსნები | ზაფხულისთვის 40 ემზადება

31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 ბორჯღალოსანი მოემზადება. მათი […]...
წაკითხვა