საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

თარიღი: ივნისი 7, 2018

საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ პირველ ტურში ტონგასთან გასამართი მატჩისთვის შემადგეენლობა შეარჩია.

შეხვედრა 9 ივნისს გამთენიისას, სუვაში ჩვენი დროით 5 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გაიმერთება ტელეკომპანია იმედზე და ტელეკომპანია რაგბიტივიზე.

ბორჯღალოსნები წყნარი ოკეანის კუნძულზე ‘ფრანგი ბარბაროსების’ 16:15 ძლევიდან რამდენიმე საათში გაემგზავრნენ და ადგილზე 2 ივნისს ჩავიდნენ. საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ‘წყნარი ოკეანის თასზე’ ითამაშებს და ტონგას შემდეგ, 16 ივნისს მასპინძელ ფიჯის შეხვდება.

ტურნირის მეოთხე მონაწილე სამოაა, რომელიც 9-ში ფიჯის, ხოლო 16-ში ტონგას ეთამაშება და თასის მფლობელი ორი რაუნდის შედეგად გაირკვევა. მსოფლიო რაგბის წესების თანახმად, გუნდები მოგებაზე 4 ქულას იღებენ, ფრისთვის – 2-ს, ხოლო მატჩში ოთხი ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის 1 პრემიალურ ქულას.

შეცვლილი შემადგენლობით

რადგან ეს ტურნირი და 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენილი ყველა შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება, მწვრთნელებმა ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ ნათამაშები შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალეს.

შეიცვალა ორივე ბურჯი და ტონგელების დაჯაბვნას კახა ასიეშვილი და ლევან ჩილაჩავაეცდებიან, ხოლო კვაჭი კვლავ შალვა მამუკაშვილია. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძესმეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე იქნებიან, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზშიც შეუძლიათ თამაში.

ძირითადში ბრუნდება მგეზავი ლაშა ხმალაძე, 9 ნომერი კი კვლავ ვასილ ლობჟანიძეა. ცენტრში გიორგი კვესელაძეს გამოცდილი დავით კაჭარავა შეუწყვილდება, ფრთებზე კი სანდრო თოდუასა და ანზორ სიჭინავას ვიხილავთ. ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა.

ზე-რაგბის ‘სანვულვზში’ გადასვლის შემდეგ, ბორჯღალოსანთა კვართს პირველად მოირგებს ჯაბა ბრეგვაძე. მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ირაკლი მირცხულავა, რომლებიც ‘დინამოზე’ ძირითადში იყვნენ. მეორე ხაზში შეცვლაზეა კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც ინგლისელებთან ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე პირველად გავა. თადარიგშია საბა შუბითიძე, რომელსაც მწვრთნელებმა კუნძულებზე გუნდის ჩასვლის შემდეგ უხმეს. იგი გიორგი ცუცქირიძეს ანაცვლებს, რომელმაც ფიჯიზე ვარჯიშების დროს ფეხი დაიზიანა.

განაცხადში დაბრუნდნენ 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თადარიგშია საქართველოს ნაკრების საუკეთსო მექულე და ჩატარებული თამაშების რეკორდსმენი მერაბ კვირიკაშვილი.

საქართველოსა და ტონგას მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი ‘რაგბი ტვ’-ზე და ‘იმედზე’ იქნება.

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ზაფხულის თასი – შანსი დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის

რაგბის ზაფხულის თასი 2018 | გუშინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იაპონიის წინააღმდეგ

23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია მოედანზე ქალი ექიმის გამოჩენაზე (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

“სახეში იმგენმა რო შემოგვცხეს, ისეთი უნდა, მაგის დედა ******” – კომენტატ

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 39:31 დაამარცხა. “ბორჯღალოსნება” ისტორიაშ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში

ხვალ ნაშუადღევს, საქართველოს დროით 15:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ვერაფერს გამოაპარებ ამ შეჩვენებულს” – კომენტატორი ფიჯი – საქართვე

16 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წყნარი ოკეანის თასის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდა და ანგარიშით […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო 15:37 ფიჯი

ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი კომენტატორის რეაქცია ტონგელი ქალბატონის დანახვაზე (ვიდეო)

9 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასის პირველ მატჩში ტონგა 16:15 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას […]...
წაკითხვა
რაგბი

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის განცხადებას?

31 მაისს, საქართველოს ნაკრებსა და ფრანგ ბარბაროსებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირი რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს რაგბის კავშირმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ძვირფასო მეგობრებო, “დინამოზე&...
წაკითხვა
რაგბი

როგორ შეასრულეს ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა ჰიმნი სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ (ვიდე

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და მეტოქესთან 27:33 დამარცხდა. ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
რაგბი

20წ | ბრძოლა ბოლო წუთამდე

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა “ბარბაროსებთან” მატჩში

ივნისის ტესტების დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბორჯღალოსნები 31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებს’ დაუხვდებიან. მატჩი, რომელიც 20 […]...
წაკითხვა
რაგბი

ბორჯღალოსნები | ზაფხულისთვის 40 ემზადება

31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 ბორჯღალოსანი მოემზადება. მათი […]...
წაკითხვა