საქართველოს თასს “დინამო თბილისი” დაეუფლა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო თბილისი” და “სამტრედია” წარსდგნენ.
თამაში სამტრედიელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მომენტი მეხუთე წუთზე შექმნეს. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი გეწაძის დარტყმა ჰრდლიჩკას ნადავლი გახდა. მე-7 წუთზე დოლიძის გადაცემის შემდეგ გატანის შანსი გაბედავას ჰქონდა, რომელმაც ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.
მე-14 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა დათუნაიშვილმა, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე დოლიძემ გაიყვანა. საპასუხო შეხვედრაში კი „დინამო“ დაწინაურდა. მარცხენა ფლანგზე ჯანელიძის გარღვევის შემდეგ განხორციელებულ ჩაწოდებას საჯარიმოში პაპუნაშვილი გამოეხმაურა და ბურთი კარში თავით გადაგზავნა 1:0
გოლის შემდეგ თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, სახიფათო მომენტების გარეშე მიმდინარეობდა. პირველი ნახევრის დარჩენილ წუთებში კარის აღების შანსი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა, როდესაც 35-ე წუთზე პირისპირ გასულ ონვუს თევდორაძემ აჯობა.
მეორე ტაიმი “სამტრედიამ” აქიტურად დაიწყო. პირისპირ გასულ დათუნაიშვილს ჰრდლიჩკამ აუღო. კუთხურის შემდეგ კიდევ ერთი მომენტი და არაზუსტი დარტყმა. საპასუხო შეტევაში კი „დინამომ“ მეორედ გაიტანა. 49-ე წუთზე თევდორაძის კარის აღება მანუელ ონვუმ შეძლო. რამდენიმე წუთში კი თბილისელთა უპირატესობა სამ ბურთიანი გახდა, როდესაც პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან გატანილი გოლით დუბლი გაიფორმა.
68-ე წუთზე „დინამოს“ სრაფი კონტრშეტევა პაპუნაშვილმა წამოიწყო და მანუელ ონვუს დუბლი გააფორმებინა. 87-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა დავით ვოლკოვმა დააფიქსირა – 5:0. აღსანიშნავია, რომ ასეთი სხვაობა საქართველოს თასის ფინალში პირველად დაფიქსირდა. „დინამო“ კი ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა და შეხვედრის დასრულების შემდეგ თასიც ჩაიბარა.
დინამო თბილისი 5:0 სამტრედია
გოლები: პაპუნაშვილი 15’ (1:0); ონვუ 49’ (2:0); პაპუნაშვილი 52’ (3:0); ონვუ 68’ (4:0); ვოლკოვი 86’ (5:0);
გაფრთხილება: კაკაბაძე („დინამო“ 12’); დათუნაიშვილი („სამტრედია“ 36’); კვირკველია („სამტრედია“ 64’); კაკუბავა („სამტრედია“ 74’); ვოლკოვი („დინამო“ 85’)
დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კაკბაძ, ფერეირა, გველესიანი, თოთაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 75’), ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ვოლკოვი 84’) , ონვუ (ლობჟანიძე 69’)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სამტრედია: თევდორაძე, გრიგალაშვილი (ბეჭვაია 46’), ხიზანიშვილი, კაკუბავა, დოლიძე, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 57’), შარიქაძე, გეწაძე (კაპანაძე 67’) , გაბედავა, იაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
მსაჯი: მარკო ფრიცი (გერმანია)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები