SBM LEAGUE 2014/15: კვირას, შსს vs პროგრეს ბანკი
15 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება. პირველი წრის ბოლო, IX ტურის მატჩებს გამართავენ სუპერლიგის გუნდები, IX ტურის ოთხი დაპირისპირება შედგება ვერცხლის ლიგაშიც. შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.
სუპერლიგის პირველი წრის დასკვნით ტურში, ორი ფავორიტის, დაუმარცხებელი შსს-ს და პროგრეს ბანკის „ვარსკვლავების“ დაპირისპირებაა გამოსარჩევი, რომელიც თამამად შეიძლება ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრად მოინათლოს. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.
საინტერესო დუელი შედგება, მფკ ნატახტარსა და ბათუმის „დინამოს“ შორის. ზამთრის პაუზის შემდეგ გაძლიერებულმა აჭარლებმა პირველი სამი ქულა გასულ ტურში მოიპოვეს და არც ფავორიტ მეტოქესთან ქულების მოპოვებაზე იტყვიან უარს. თავის მხრივ მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ ორი მატჩია ვერ იგებს და ამ მხრივ მოტივაციაც საკმარისზე მეტი აქვს.
სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ს.კ ჯვაროსნებისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდის დაპირისპირებაც.
აუცილებელი ქულებისთვის იბრძოლებენ საქართველოს უნივერსიტეტის და DHL-ის გუნდებიც.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის საპლეიოფო ოთხეული მეორე წრის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.
15.02.2015. სუპერლიგა. IX ტური
14:00 მფკ ნატახტარი – დინამო (ბთ)
15:00 პროგრეს ბანკი – შსს
18:00 საქართველოს უნივერსიტეტი – DHL
19:00 ს.კ ჯვაროსნები – FC TTC
ხუთი ტური რჩება ვერცხლის ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე. მეცხრე ტურის პირველ ნაწილში ორი ლიდერის, ბი პი ჯორჯიასა და საქართველოს ბანკის მეორე გუნდის დაპირისპირებაა გამოსარჩევი. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოუწევთ პროკრედიტ ბანკსა და საქრუსენერგოს.
15.02. 2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური
12:00 კრედო – კოლიერსი
13:00 BP GEORGIA – საქართველოს ბანკი 2
16:00 ბაქსვუდი – რუსთავი 2
17:00 პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური