SBM LEAGUE 2014/15: სეზონი ოქროს ლიგაშიც განახლდება
8 თებერვალს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. ოქროს ლიგაში სეზონი VII ტურის მატჩებით განახლდება, ვერცხლის ლიგაში კი წინა კვირას დაწყებული VIII ტურის დარჩენილი ოთხი დაპირისპირება გაიმართება.
ოქროს ლიგაში გამოსარჩევია ვითიბი ბანკისა და ევროპაბეთის დაპირისპირება. ასევე საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი ერისთავსა და საქართველოს ბანკს შორის. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი GM ჭიათურა, აუტსაიდერ ბორჯომს დაუპირისპირდება.
08.02.2015 . ოქროს ლიგა. VII ტური
14:00 ბორჯომი – GM ჭიათურა
16:00 საქართველოს ბანკი – ერისთავი
18:00 ვითიბი ბანკი – ევროპაბეთი
ვერცხლის ლიგის მერვე ტურის და ზოგადად სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ და „ბი პი ჯორჯიას“ გუნდებს შორის შედგება. გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი სნიკერსი რუსთავი 2-თან ითამაშებს, ბანკი რესპუბლიკა კოლიერსს დაუპირისპირდება, ხოლო ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი პროკრედიტ ბანკთან გაარკვევს ურთიერთობას.
08.02. 2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
12:00 რუსთავი 2 – სნიკერსი
13:00 კოლიერსი – ბანკი რესპუბლიკა
15:00 GWP – BP GEORGIA
17:00 ტატიშვილი – პროკრედიტ ბანკი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური