SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგის ლიდერი უცვლელია
1 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის VIII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.
როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მფკ ნატახტარს შორის, რომელიც საბოლოოდ ძალოვანთა მინიმალური გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. შსს ერთადერთი კლუბია სუპერლიგაში რომელსაც ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში მარცხი არ აქვს და 19 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში. მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ პსპ-ს რომელმაც პირველი წრე,აუტსაიდერი DHL-ის განადგურებით დაასრულა – 8-2. პირველი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირებაში ს.კ ჯვაროსნებს სძლია 3-2. რაც შეეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებას, მატჩი სტუდენტების მოულოდნელი გამარჯვებით, 5-1 დასრულდა.
ამრიგად ზედა ოთხეულში ლიდერი კვლავ შსს-ა, ადგილები გაცვალეს პსპ-მ და პროგრეს ბანკმა, რომელმაც 14 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მფკ ნატახტარი 13 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. პირველი წრის ბოლო ტურის 15 თებერვალს გაიმართება.
01.02.2015. სუპერლიგა . VIII ტური
FC TTC – საქართველოს უნივერსიტეტი 1-5
გოლები: ბერიშვილი – ჯანგავაძე, თოლორდავა, ჭოხონელიძე (2), ზარდიაშვილი
შსს – მფკ ნატახტარი
გოლები: ცნობილაძე, უშარაული – დარჩია
დინამო (ბთ) – ს.კ ჯვაროსნები
გოლები: პირველი (2), აფციაური – ძაგანია, ჯინჭველაშვილი
DHL – FC PSP
გოლები: ღონღაძე, ჯინჭარაძე – სარდანაშვილი, კოპლატაძე, გოგიჩაიშვილი (2), ჭუმბურიძე, კაკუბერი, კვირკველია, თევზაძე
სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11, რევაზ ინჯგია (შსს), კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 10, გური გოგიჩაიშვილი (პსპ) – 7
მერვე ტურის სამი დაპირისპირება გაიმართა ვერცხლის ლიგაში.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა ვითიბი 2-სა და ბაქსვუდის დაპირისპირება. მიუხედავად ბაქსვუდელთა არაერთი 100% საგოლე მომენტისა, „ბანკირებმა“ ფეხბურთის დაუწერელი კანონის მიხედვით, 4-2 იმარჯვეს. 6-3 დაამარცხა საქრუსენერგომივერიაბეთი, ხოლო საქართველოს ბანკის მეორე გუნდისა და კრედოს დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა მომდევნო კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.
01.02.2015. ვერცხლის ლიგა. VIII ტური
ვითიბი ბანკი 2 – ბაქსვუდი 4-2
გოლები: დოლიძე, ბუსხრიკიძე (2), სულაძე – ცუცქირიძე, ასათიანი
საქრუსენერგო – ივერიაბეთი 6-3
გოლები: სტეფანიშვილი, მიქაუტაძე, ანდღულაძე, სულაძე, მაღლაკელიძე (2) – ხურცილავა, ხაჩიძე, სუხიტაშვილი
საქართველოს ბანკი 2 – კრედო 1-1
გოლები: იოსავა – ფარცვანია
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური