სერბეთი – ალბანეთის მატჩი ფეხბურთელებისა და ფანების ჩხუბის გამო შეწყდა (ვიდეო)
სერბეთსა და ალბანეთს შორის ევრო-2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 41-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ჰაერში ალბანეთის დროშა გაჩნდა.
საქმე იმაშია, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ტრიბუნებზე ალბანელი გულშემატკვირები არ დაიშვნენ, თუმცა მათ ამის გამო მატჩის მიმდინარეობისას თოკზე მშობლიური ქვეყნის დროშის მიმაგრება და ჰაერში გაშვება არ გაუჭირდათ. ამას სერბთა მცველის სტეფან მიტროვიჩის რეაქცია მოჰყვა, რომელიც დროშის დაჭერას ცდილობდა. თავის მხვრივ, მიტროვიჩის ამ ქმედებას ალბანეთის ნაკრების მცველი მერგიმ მავრაი გამოეხმაურა, რაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.
შემდგომ ფეხბურთელებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები ესროლეს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოედანზე გულშემატკივრებიც გავიდნენ.
უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა შეხვედრის გაჩერება გადაწყვიტა.
ბოსნიელი ჟურნალისტის საშა იბრულის თქმით, ფანები ვლადიმირ პუტინის სახელს სკანდირებდნენ.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციები დაეკისრება ორივე გუნდს და ვის ჩაეთვლება ტექნიკური მარცხი.