სერენა უილიამსის კოშმარი: სისხლჩაქცევა ფილტვებში და გახსნილი ჭრილობები

თარიღი: იანვარი 12, 2018

2017 წელს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სერენა უილიამსის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, სამწუხაროდ, უარყოფითი გაგებით. მას შემდეგ ამერიკელმა ჩოგბურთელმა დეკრეტული შვებულება აიღო და დაბრუნდა კიდეც, თუმცა, საშინელ მდგომარეობაში.

გუშინ ჟურნალ Vogue-ში საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც სერენას მთავარ პრობლემებზეა საუბარი, რის გამოც ის ავსტრალიის ღია პირველობის 2018 წლის გათამაშებაში არ იღებს მონაწილეობას.

● ფეხმძიმობის პერიოდმა ბრწყინვალედ ჩაიარა, მშობიარობის დროს კი პრობლემებმა იჩინეს თავი. ბოლო წამებში სერენას ქალიშვილის, ალექსის ოლიმპიის გულის ცემა სახიფათოდ შემცირდა, რის გამოც საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა აუცილებელი. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და აცრემლებულ ახალშობილს დედის მკერდზე დასვენების უფლება მიეცა.

● მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო გართულდა. სერენა თავს საშინლად გრძნობდა და დერეფანში შემხვედრ პირველივე ექიმს მიმართა და მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება მოსთხოვა. ამერიკელი ჩოგბურთელი დარწმუნებული იყო, რომ სისხლჩაქცევა ჰქონდა და მართალიც აღმოჩნდა – თრომბი ფილტვებში.

● ეს დასასრული არ არის. ფილტვების პრობლემების გამო, უილიამსს სუნთქვა უჭირდა და ხშირად ახველებდა. შედეგად, მუცელზე არსებული ნაკერები გაიხსნა და სისხლდენა დაიწყო. ამის გამო, სერენა იძულებული გახდა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაეტარებინა. მის სისხლძარღვებში სპეციალური ფილტრი მოათავსეს, რაც თრომბის საშიშროებას გამორიცხავდა.

ასე რომ, მშობიარობის შემდეგი ექვსი კვირა ამერიკელმა ჩოგბურთელმა წოლით რეჟიმში გაატარა. სავარჯიშო კორტს გასულ ნოემბრის თვეში დაუბრუნდა და როგორც მისმა ფიზიოთერაპერტმა განაცხადა, “ცოტათი ფორმაშიც ჩადგა”.

სერენას სანახავად მისი მწვრთნელი, პატრიკ მურატოღლუ დეკემბრის დასაწყისში ჩაფრინდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ თავისი მოწაფე “დიდი სლემისათვის” მზად არ იყო. ამაში დასარწმუნებლად უილიამსი “როლან გაროსის” ჩემპიონს, ელენა ოსტაპენკოს შეხვდა და დამარცხდა (2:6, 6:3, 5:10).

ასე რომ, ჩემპიონი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს და ნაცვლად კორტზე გამოსვლისა, ტელევიზორიდან მოუწევს თვალის დევნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

23 ივნისს საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართება

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დღის ფოტო: ჩოგბურთი ცრემლსადენი გაზის წინააღმდეგ

პალესტილენების პროტესტი ისრაელის საზღვართან, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში კვლავ გრძელდება. ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე პროტესტების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როჯერ ფედერერის მორიგი ტრიუმფი: შვეიცარიელის მე-20 “დიდი სლემი”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარინა ჩილიჩი დაამარცხა და რიგით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პავლიუჩენკოს კარგმა თამაშმა როჯერ ფედერერი შოკში ჩააგდო (ვიდეო)

ავსტრალიის ქალაქ პერთში ჰოპმანის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელებიც იღებენ. ჰოპმანის თასი არაოფიციალური [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვინ ხარ?” – დაცვის თანამშრომელმა რაფაელ ნადალი ვერ იცნო (ვიდეო)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ამჟამად საფრანგეთში ვარჯიშობს. ესპანელი სპორტსმენი სავარჯიშოდ პარიზში მდებარე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი დელ პოტროსთან დამარცხდა

ძირითად ბადეში მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე “მასტერსის” ტურნირზე არგენტინელ დელ პოტროსთან დამარცხდა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასმა ნადალს პირველი ჩოგნის პოზიციაზე დაბრუნება მიულოცა

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა რაფაელ ნადალს ATP რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება მიულოცა. ესპანელი ჩოგბურთელი უკანასკნელად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

26 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდბობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ რიგგარეშე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” ნადალს “როლან გაროსზე” გამარჯვება მიულოცა

მადრიდის “რეალმა” ოფიციალური მიკრობლოგის საშუალებით ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს “როლან გაროსზე” გამარჯვება მიულოცა. ესპანელმა ტურნ...
წაკითხვა
სხვადასხვა

მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა. თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ რაიან ჰარისონთან ორ სეტში 1:6, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი მიხაილ კუკუშკინი ორ სეტში 7:6 (7:5), […]...
წაკითხვა