შეძლებს “ბაიერნი” ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთიდან დახსნას?

თარიღი: მაისი 1, 2018

გარეტ ბეილის სახელი შაბათს ტაბლოზე კიდევ ერთხელ გამოისახა. 28 წლის ფეხბურთელმა “ლეგანესის” კარში შეძლო გოლის გატანა, მას შემდეგ რაც მეორე გუნდის ფეხბურთელის სახელით გამოვიდა მოედანზე.

უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანს დიდად არ მოსწონს და ხშირად არჩევანს მარკო ასენსიოსა და ლუკას ვასკესზე აკეთებს. ხოლო, როდესაც ის “იუვენტუსთან” გამართული მატჩის მეორე ნახევარში გამოვიდა მოედანზე, თითქოს, თავისივე მადრიდული კარიერის დასასრულის საწყისს ჩაუყარა საფუძველი.

“გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავს და იძულებული ვარ, გადაწყვეტილებები მივიღო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში იმყოფებიან. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია და მას აუცილებლად დავეყრდნობი, ტყუილია, რომ ბეილს არა ვათამაშებ,” – აცხადებს ფრანგი ზინედინ ზიდანი.

“რეალს” წინ მაქსიმუმ ექვსი თამაში ელის, დაწყებული “ბაიერნიდან”. სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს, მსგავსად მისი ექს-თანაგუნდელის, ხამეს როდრიგესისა.


რამდენად დაინტერესებულია “ბაიერნი” ამ ტრანსფერში?


შეტევაში 34 წლის არიენ რობენისა და 35 წლის ფრანკ რიბერის მოიმედე “ბაიერნს” დიდი მომავალი რომ არ აქვს, ამაზე, ალბათ, ყველა თანხმდება. პირველი, რაც “რეკორდმაისტერს” სჭირდება ახალი სისხლია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოცდილების ფაქტორიც, რაც სამგზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელ ბეილს ნამდვილად არ აკლია.

როგორც წესი, ბეილი ლაკონური საუბრით არის ცნობილი და არასოდეს აძლევს პრესას ჭორების აგორების საბაბს, თუმცაღა მისი ბოლოდროინდელი ინტერვიუ SportBild-თან გამონაკლისი აღმოჩნდა.

“ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ამჟამად “რეალში” ვთამაშობ, თუმცა უდიდესი პატივია, როდესაც ისეთ კლუბთან მაკავშირებენ, როგორიც “ბაიერნია”,” – განაცხადა ბეილმა.

რასაკვირველია, ბეილს პრემიერ ლიგაში დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ არც “ბაიერნის” მსუყე წინადადებაზე აპირებს უარის თქმას.


ბეილის მადრიდული ჯოჯოხეთი


კარგა ხანია, რაც ბეილის 100-მილიონიანი პოტენციალს “რეალში” გამოემშვიდობნენ. მნიშვნელოვან თამაშებში მას აღარ ენდობიან და ახლა მეორე გუნდის შემადგენლობის წევრად ითვლება, როგორც “ლეგანესთან” მატჩში.

რა თქმა უნდა, 2013 წელს, როდესაც პერესი “ტოტენჰემთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოიდგენდა.

2016 წლის იანვარში ზიდანი გულშემატკივრებს საჯაროდ დაპირდა, რომ შეტევაში ლეგენდარული BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდუ) ეყოლებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ დიდ იშვიათობად იქცა. ტრიოდან მხოლოდ რონალდუს აქვს გარანტირებული სასტარტო ადგილი.

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ბეილის კარიერას დიდი დაღი დაასვა ტრავმებმა. ახლად დაბრუნებულ ბეილს კი გუნდში გაბრწყინებული ისკო, ასენსიო ან ლუკასი ხვდებოდა, რაც მის შანსებს ძალიან ამცირებდა.


რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?


“ბაიერნი” სწორედ ისეთი შემტევის ძიებაშია, როგორიც გარეტ ბეილია. თუმცაღა გერმანელ გიგანტებს მისი ტრავმიანობა აფიქრებთ (მსგავსი პრობლემები ბავარიელებს ისედაც თავზე საყრელად აქვთ) და ასევე აეჭვებთ მისი ასაკი (ზაფხულში მას 29 წელი შეუსრულდება).

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსფერის ფასიც. გერმანელები თავიანთი პოლიტიკის ერთგულნი არიან და არ აპირებენ ფეხბურთელში 70 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.

“ბაიერნსა” და “რეალს” საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს “ბლანკოსმა” ორი წლით გაანათხოვრა “რეკორდმაისტერში” ხამეს როდრიგესი.

და ბოლოს, ფლორენტინო პერესი ძალიან ბევრს ფიქრობს ლევანდოვსკის ტრანსფერზე, რომელიც, შესაძლოა, რომ ბეილის ტრანსფერშიც იქნას ჩართული.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დომაგოი ვიდა აღლუმის მსვლელობისას კინაღამ ავტობუსიდან გადმოვარდა (ვიდეო)

ხორვატიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა სამშობლოში აღლუმით აღნიშნა. მსვლელობას მცირე ინციდენტის გარეშე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიხილავთ თუ არა “შერიფი” – “ტორპედოს” მატჩს პირველი არხის პი

დღეს, 18 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად ტირასპოლის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლა ესპანეთის სახელმწიფოს საგადასახადო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელშია და “ბეითართან” დაპირისპირებისთვის ემზა

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გუშინ ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა. საღამოს გუნდმა ,,ბეითარის” ბაზაზე ივარჯ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედია” ყაზახეთშია და “ტობოლთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

სამტრედიის “სამტრედია” ყაზახეთშია. იმერლები კოსტანაიში დღეს ჩავიდნენ და დღეს, მატჩისწინა ბოლო, ოფიციალურ ვარჯიშს თბილისის დროით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიდეო კარიკატურა: ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდა და მბაპეს ჩრდილში შევიდა

შარშან ნეიმარი კატალონიის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბევრი ჟურნალისტისა თუ ექსპერტის მოსაზრების თანახმად, ბრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მომავლის 11 – ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვა 2026

18 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა. ყრილობის მთავარი თემა ფეხბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებაზე ფიქრობს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსში” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია “გენტის” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ამიერიდან “გენტის” ღირსებას დაიცავს, ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ბენზემას ტრანსფერს უმიზნებს

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდში კარიმ ბენზემას მოყვანის სურვილი გამოთქვა, რომელთან ერთადაც მუშაობის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანს “იუვენტუსში” ელიან

17-წლიანი პაუზის შემდეგ ზინედინ ზიდანს ტურინის “იუვენტუსში” ელიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი “ბებერი სინიორას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩის “მილანში” გაჩერება აღარ უნდა

“მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. SpazioMilan-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესი გუნდი Goal.Com-ის ვერსიით (ფოტოები)

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ცნობილი გამოცემა, Goal.Com-ი ტურნირის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი)   […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი მეუღლესთან ერთად იბიცაზე ისვენებს (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე იბიცაზე მეუღლესთან ერთად ისვენებს. გთავაზობთ ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” პეტრ ჩეხის დაბრუნებაზე ფიქრობს

ლონდონის “ჩელსიმ” შესაძლოა, პეტრ ჩეხი დაიბრუნოს. ინგლისური კლუბი და ტიბო კურტუა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ […]...
წაკითხვა