შენგელიას “ბასკონიამ” მადრიდის “რეალი” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: ოქტომბერი 26, 2016

თორნიკე შენგელიას და მისი „ბასკონიას“ დიდი წარმატება. ევროლიგის ეგიდით გამართულ ესპანურ დერბიში, რომელსაც მადრიდმა უმასპინძლა, სავსე ტრიბუნების წინ სამეფო კლუბმა „რეალმა“ და ვიტორიულმა „ბასკონიამ“ ითამაშეს, გამარჯვება ქართველი ფორვარდის გუნდმა მოიპოვა. ბასკურმა კლუბმა 82:78 იმარჯვა, რაშიც შენგელიას როლი უმნიშვნელოვანესია.

“ბასკონია” საწყის ნახევარში 17 ქულითაც კი იგებდა და მართალია, “რეალმა” თამაშის შემოტრიალება და დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ფინალურ წუთებზე უფრო მობილიზებულმა სტუმრებმა იმარჯვეს.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:05 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეხვედრის გმირი სტუმართა სლოვენიელი უკანახაზელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც საჭირო ჟამს სამქულიანები ზუსტად სტყორცნა და საბოლოოდ, 21 ქულა მოაგროვა.
ორმაგი დუბლი (18 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა გერმანელმა ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა, უნგრელმა ფორვარდა ადამ ჰანგამ 12 ქულა მიითვალა, ამერიკელი გამთამაშებელის – შეინ ლარკინის მონაგარი კი 11 ქულა იყო. “რეალში” 10-ქულიან ზღვარს მექსიკელი გუსტავო აიონი (16), სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი (15), ესპანელები სერხიო ლული (13) და ფელიპე რეიესი (11) და ამერიკელი ჯეისი კეროლი (11) ასცდნენ.

ბასკონიელებს 3 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვთ. გასულ ტურში შენგელიას გუნდი კაუნასში „ჟალგირისთან“ დამარცხდა. მომდევნო მატჩს „ბასკონია“ 27 ოქტომბერს, შინ – „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

GBF.GE

იხილეთ მიმოხილვა:

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში “დინამოს” ბაზაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკ დიქსონი ქართველებს: “ჩემს გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებთ”

მაიკლ დიქსონი ამიერიდან საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. მის ნაცვლად გუნდს უახლოეს მატჩებში ტადეუს მაკფადენი დაეხმარება. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულია NBA-ს ორგზის გამარჯვებულია!

9 ივნისს, NBA-ში “გოლდენ სტეიტსა” და “კლივლენდ კავალიერსს” შორის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა. “გოლდენ [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართველმა კრიმინალებმა ბერძენი კალათბურთელის ბებია აწამეს

საბერძნეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს. მათ ბერძენი კალათბურთელის, გეორგიოს პრინტეზისის მოხუცი ბებიის წამებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკელაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში ითამაშებს

სანდრო მამუკელაშვილი საქარვთველოს მოქალაქე გახდა. 23 მაისს 19 წლის გამხდარ პერსპექტიულ კალათბურთელს აქამდე ჩვენი ქვეყნის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულია NBA-ს ფინალშია! (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” დასავლეთის კონფერენციის მე-7 მატჩში “ჰიუსტონი” სტუმრად 101:92 დაამარცხა და ფინალში გავიდა. [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

“მგზავრებმა” “რუსთავი” დაამარცხა და სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა

საკალათბურთო კლუბი “მგზავრები” სუპერლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია. ბუბა ბერიშვილისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დინამომ ქუთაისში იმარჯვა და ფინალური სერია გაათანაბრა

სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამო თბილისმა” კოტე ტუღუშის “ქუთაისს” სტუმრად 81:73 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩხუბი რუსთაველ და ქუთაისელ ფანებს შორის (ვიდეო)

18 მაისს, საქართველის საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა სტუმრად “რუსთავი” 74:...
წაკითხვა
კალათბურთი

ქუთაისმა რუსთავს ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა

“ქუთაისი 2010”-მა რუსთავში 74:63 იმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. გადამწყვეტი, მე-5 მატჩი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მგზავრებმა დინამოს მოუგო და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

“დინამოსა” და “მგზავრების” ნახევარფინალური სერია გრძელდება. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი დინამოელები დღეს, ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას სახლი, რომელიც მან 1.14 მილიონ დოლარად გაყიდა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ ფლორიდაში, ბეი-ჰარბორ აილენდსზე მდებარე სახლი 1 140 000 დოლარად გაყიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ქუთაისმა რუსთავს 90:70 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

სუპერლიგის რეგიონალურ ნახევარფინალში ანგარიში გათანაბრდა. “ქუთაისმა” 20 ქულის სხვაობით – 90:70 დაამარცხა “რუსთავი” და სერიაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დინამომ მგზავრებს მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

“ქუთაისი” – “რუსთავის” შემდეგ, დღეს სუპერლიგის მეორე ნახევარფინალური სერიაც დაიწყო. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსთავმა ბათუმს სძლია და ნახევარფინალში ქუთაისს შეხვდება

ქვემოქართლური “რუსთავი” სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტია. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩშ...
წაკითხვა