“სიონმა” “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა
უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” “მიხეილ მესხზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. პირველივე წუთებიდან ბოლნისელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და მეორე ნომრად არჩიეს თამაში.
პირველი მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა მე-9 წუთზე შექმნეს, თუმცა სიჭინავამ ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო და ხელსაყრელი შანსი გაუშვა ხელიდან. “დინამომ” მეტოქეს მე-17 წუთზე შერგელაშვილის დარტყმით უპასეხა, რომელიც მერლანმა უპრობლემოდ მოიგერია.
23-ე წუთზე უკვე ბუკორაცს შეეძლო გატანა, მაგრამ სერბმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი კარში ვერ გადაგზავნა. 35-ზე კი ანგარიში გაიხსნა. მათე ცინცაცემ დაახლოებით 40 მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი – მერლანის პოზიციური შეცდომა აშკარა იყო.
გაშვებული გოლი შემდეგ ბოლნისელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ორი მომენტიც შექმნეს. პირველ შემთხვევაში ჰრდლიჩკა გაფრინდაშვილის დარტყმას გაუმკალვდა, თუმცა ლუის ალბერტო ვიეირას ვეღარ აჯობა და ტაიმიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი ბოლნისელთა გოლით დაიწყო. თბილისელების საჯარიმოსთან მახლობლად დანიშნული საჯარიმო დარტყმა სიჭინავამ შეასრულა. ბოლნისელთა 10 ნომრის ჩაწოდებას მეკარის ბაქანთან დაჩი ცნობილაძე გამოეხმაურა და ბურთი თავით კარში ზუსტად გადაგზავნა – 2:1.
გაშვებული გოლის შემდეგ შეხვედრა დინამოს დიდი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სტუმრები საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეტნაკლებად სახიფათო მხოლოდ ორი ეპიზოდი იყო. 78 წუთზე ჭანტურიშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. ბოლოს კი კიტეიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩირგაძემ ვერ გამოიყენა კარგი შესაძლებლობა. ამრიგად, “სიონმა” მეორე წრის პირველი გამარჯება მოიპოვა და “დინამოს” ლიდერობა დაათმობინა.
სამწუხაროდ, მატჩის შემდეგ ტრიბუნებს გარეთ გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
სიონი 2-1 დინამო თბილისი
გოლები: ცინცაძე 35′ (0:1); ლუის ალბერტო ვიეირა 45′ (1:1), ცნობილაძე 49′(2:1)
“სიონი”: მერლინი, გურეშიძე, ფოფხაძე, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (გოგობერიშვილი 67′), სიჭინავა (ქებურია 62′), უგულავა (ლობჟანიძე 72′), ვიეირა მედინა.
“დინამო”: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ბუკორაცი (კიტეიშვილი 56′), ცინცაძე, ჯიღაური (ჩირგაძე 63′), ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი (ჯანელიძე 78′), ონვუ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტო