„სიტიმ“ „იუნაიტედს“ შანსი არ მისცა
„ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის გამოტოვებული მატჩი შედგა.
შეხვედრა „ქალაქელთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ „იუნაიტედმა“ უშანსოდ წააგო. ანგარიში პირველივე წუთზე ედინ ჯეკომ გახსნა, რომელმაც სამირ ნასრის დარტყმის შემდეგ დამატებაზე ითამაშა. 56-ე წუთზე „სიტის“ ბოსნიელმა თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. მატჩს საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე იაია ტურემ დაუსვა — 0:3.
მანუელ პელეგრინის გუნდმა 66 ქულას მოუყარა თავი და სატუნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დევიდ მოიესის „იუნაიტედი“ 51 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.
ინგლისის პრემიერლიგა
28-ე ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:1)
გოლები: ჯეკო 1′, 56′, ტურე 90′.
გაფრთხილებები: უელბეკი 17′, ფელაინი 30′ — კომპანი 13′, ფერნანდინიო 45 +3′.