სფფ-მ ფოთის “კოლხეთი” დასაჯა

თარიღი: ივლისი 4, 2018

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კოლხეთის 1913-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ კოლხეთი 1913-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თფას ანგარიშში არ იკვეთება კოლხეთი 1913-ის მოწინააღმდეგეთა მხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები.

სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე კოლხეთი 1913-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

ვინაიდან, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილება

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ადილ რამი ტედი რინერს შეეჭიდა (ვიდეო)

საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ადილ რამიმ გადაწყვიტა, ძალები სპორტის სხვა სახეობაშიც მოესინჯა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრის სამი კლუბი ეპატიჟება

ბელგიის ნაკრების თავკაცის თანაშემწე ტიერი ანრი დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, დამდეგი სეზონიდან შეუდგეს. ავტორიტეტული ბრიტანული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“დისი იუნაიტედის” თავდამსხმელმა, უიენ რუინიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ვეტერანმა ინგლისელმა კატალონიის “ბარსელონას...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ბრუნდებიან რუსი პოლიციელები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სახლში? (ფოტოები)

მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც მატჩები იმართებოდა, პოლიციელთა განსაკუთრებით დიდი ნაკადი იყო მობილიზებული. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედომ” ტირასპოლში ივარჯიშა (ვიდეო)

ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვის ქალაქ “ტირასპოლში” ადგილობრივ “შერიფს” დაუპირისპირდება. იმერლებმა მოლდოვურ გუნდთან შეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგა: საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გაემგზავრა

19 ივლისს საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას ისრაელში, იერუსალიმის “ბეითარის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

არსენ ვენგერი: “არსენალში” 22 წლით დარჩენა ყველაზე დიდი შეცდომა იყო”

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავკაცი, არსენ ვენგერი, მიიჩნევს, რომ ლონდონურ კლუბში 22 წლით დარჩენა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს სპორტული დირეტქორი: “ნეიმარმა დარჩენა გადაწყვიტა”

მსოფლიოს ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, უფრო ხშირად იწერებოდა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე მადრიდის “რეალში”. თუმცა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატების ზეიმი – რა ხდებოდა ზაგრებში 16 ივლისს (ფოტო)

16 ივლისს ხორვატიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, სამშობლოში დაბრუნდა. ზაგრების ქუჩებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ წარადგინეს დიეგო მარადონა ბრესტის “დინამოში” (ფოტო, ვიდეო)

დიეგო მარადონა ამიერიდან ბრესტის “დინამოს” დირექტორის პოსტზე იმუშავებს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ბელორუსულ კლუბთან სამწლიანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” იგუაინისა და მორატას დამატებას ცდილობს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” ალვარო მორატასა და გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობს. “როსონერის” ხელმძღვანე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმ კეჰილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ავსტრალიის ნაკრების ნახევარმცველმა ტიმ კეჰილმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. “ავსტრალიის ნაკრებში კარიერას ვასრულებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეილი ბლინდი “აიაქსში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი დეილი ბლინდი ამსტერდამის “აიაქსში” ბრუნდება. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ხალხი სერია A-ს ყურებას კრიშტიანუს გამო დაიწყებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალიდან” ტურინის...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატის 11 დასამახსოვრებელი მომენტი (ფოტოები)

BBC ავრცელებს სტატიას, სადაც უკვე დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის დასამახოვრებელი მომენტებია ასახული. რონალდუ ეხმარება კავანის, რათა […]...
წაკითხვა